"აირზენამ" ფრენები თბილისი-ერბილის მიმართულებით დაიწყო

"აირზენამ" ფრენები თბილისი-ერბილის მიმართულებით დაიწყო

კომპანია "აირზენამ" ფრენები თბილისი-ერბილის (ერაყის) მიმართულებით დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, ქურთისტანის მთავრობასთან მოლაპარაკებები, დაახლოებით, 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფრენები თბილისი-ერბილის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ შესრულდება, ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით 250 დოლარი იქნება, ორი მიმართულებით კი - 450 დოლარი.

"მოგეხსენებათ, რომ 2011 წელს მხოლოდ 600-მდე ტურისტი იყო ერაყიდან, 2012 წელს კი - 7000-ს მაიღწია. დღეს ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა აზიის მიმართულებით, მნიშვნელოვანი ხიდის გახსნას, რაც თავის მხრივ, ყოველკვირეულად ასობით ტურისტის მოზიდვას გულისხმობს", - აცხადებენ კომპანიაში.

როგორც "აირზენაში" აცხადებენ, მომავალში თუ მოთხოვნა დიდი იქნება, რეისების სიხშირე გაიზრდება.

ასევე იგეგმება ბაღდადისა და სულეიმანის მიმართულებით რეისების დამატება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა