"მიშას დანიშნული პენსია, ბიძინამ წამართვა" - 84 წლის მოხუცი ატირდა

"მიშას დანიშნული პენსია, ბიძინამ წამართვა" - 84 წლის მოხუცი ატირდა

სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, სოციალური დახმარება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 18 000 -ზე მეტ ოჯახს შეუწყდა. ამასთან, მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა საყოველთაო გადამოწმება. მანამდე კი, ვისაც უკვე შეუჩერდა დახმარება, სააგენტოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს, ხელახლა გადამოწმებასა და შემწეობის აღდგენას მოითხოვს.

შემწეობის შეწყვეტით უკმაყოფილო მოქალაქეების სიმრავლეს არც გურია უჩივის. ერთ-ერთი დაზარალებული ოზურგეთელი, ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრები, 84 წლის ნიჟა კვაშალიაა, რომელიც "გურია ნიუსს" ტირილით მიადგა. მარტოხელა მოხუცის თქმით, დახმარება 12 თებერვალს გაუუქმეს. აგენტის მოსვლის შემდეგ ელოდა, რომ დახმარებას გაუგრძელებდნენ, თუმცა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა მოხუცს, რომელსაც სიარულიც კი უჭირს, სოციალური დახმარება შეუჩერეს. როცა შვილი აფხაზეთის ომში დაეღუპა, ნიჟა კვაშალს მიანიჭეს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის წოდება და როგორც მარჩენალდაკარგულს, 22 ლარი ეძლევა დახმარების სახით. მას მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომ მოუხსნეს დახმარება.

"ბაბუა, ახლავე დაწერე, მიშას დანიშნული პენსია რომ ბიძინამ წამართვა, თორემ შენს უფროსს დავურეკავ - დამიწერე აგერ "სპიჩკის" კოლოფზე ტელეფონის ნომერი, ხომ ხედავ, რომ ვტირი? მთლად მარტო დავრჩი, ცოლი, შვილი და ორი შვილიშვილი კვირიკეთის ჭადრის ძირში მიწევს, მიყოლებით დავმარხე. შარშან გარდაიცვალა ჩემი მეუღლე. რაც მან ქვას თავი ურტყა, როცა ჩემი ვაჟი მოკლეს აფხაზეთში, აქამდე როგორ მოაღწია?! ღრმა მოხუცი ვარ, თვეში, სულ ცოტა, 120 ლარის წამალი მჭირდება. შვილიშვილები რომ არ დამღუპვოდა, რა მჭირდა ამათი სამათხოვრო? ახლა 19-20 წლის ბადიშები მეყოლებოდა", - უთხრა ტირილით ბატონმა ნიჟამ ჟურნალისტს.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა