ქსენია სობჩაკმა და თინა კანდელაკმა ისევ დასცხეს

ქსენია სობჩაკმა და თინა კანდელაკმა ისევ დასცხეს

ცნობილი ტელეწამყვანები წლებია ერთად მოდიან და ხან მაგარი მეგობრები არიან, ხან - მეტოქეები. ეს ბოლო პერიოდია, განსაკუთრებით მას მერე, რაც კანდელაკმა ოფიციალურად დააფიქსირა პუტინისადმი სიმპათიები, ხოლო სობჩაკი ოპოზიციურ ფლანგზე გადავიდა, მათ შორის უფსკრული კიდევ უფრო გაიზარდა. არადა, იყო დრო, ერთად მიჰყავდათ გადაცემა - "ორი ვარსკვლავი" და საჯაროდ სცენაზე უზასავიათ კიდეც.

ახლა კი მათი "ომი" სოციალურ ქსელში გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, მათ კიდევ ერთხელ შესთავაზეს ერთად მუშაობა, რასაც ორი ცნობილი ტელეწამყვანის და ელიტური ქალბატონის მკვეთრი რეაქციები მოჰყვა. მათ ერთმანეთს დაუპოსტეს სოციალურ ქსელებში და ბოლოს პოსტები გინებამდეც კი მივიდა.

"ბევრმა რამემ იმ წლების შემდეგ მიმახვედრა, რომ ტყუილად არ გაიყო მაშინ ჩვენი - ჩემი და სობჩაკის გზები", - დაწერა თინამ ქსენიას გვერდზე და ისიც მიაყოლა, რომ მაშინ გადაცემის ერთობლივად წაყვანა და საერთოდ ამ გადაცემის არსებობა თინას დამსახურება იყო და არა ქსენიასი. "მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი მეგობარი და ნაცნობი ჰყავდა ოლიგარქებს შორის, მაინც კორპორატიული საღამოების წაყვანა ერჩივნა, ვიდრე გადაცემის", - წერს თინა.

ქსენია ამას გამოეხმაურა და იქით შეუბრუნა: "თინას ყოველთვის უკვირდა, რატომ დავფრინავდი აქეთ-იქით გასტროლებზე ქალაქ-ქალაქ, როცა "ზემოთ" ბევრი ნაცნობი მყავდა და მეუბნებოდა: ახლა ფული ჩინოვნიკებს აქვთ და უნდა ვეცადოთ, როგორმე მივუახლოვდეთ ბიუჯეტს, გასტროლებზე სიარულის ნაცვლად".

იმასაც ახადა ფარდა, რომ თურმე თინას გეგმა ჰქონია, სობჩაკს თავისი გავლენითა და გვარით მოსკოვში შენობა "დაეთრია", თინას კი რაღაც სოციალური ორგანიზაცია დაეარსებინა და გვარიანი ფული ეშოვათ.

საბოლოოდ ეს ურთიერთბრალდებები ურთიერთგინებებით დასრულდა. სავარაუდოდ, ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები