ზაზა პაპუაშვილი: "ოქტომბრის არჩევნები თავზე დავაღუნეთ, თორემ რისი დამთმობი იყო ეს წუწკი?!"

ზაზა პაპუაშვილი: "ოქტომბრის არჩევნები თავზე დავაღუნეთ, თორემ რისი დამთმობი იყო ეს წუწკი?!"

"მოსკოვში ქართველი ხელოვანების ჩასვლას ყოველთვის დიდი დატვირთვა ჰქონდა. ხელოვნება ჩვენი ბრძოლის საშუალება, ჩვენი იარაღი იყო. ამ გზით ვაჩვენებდით, ვინ ვიყავით და ისინიც ხვდებოდნენ, რომ ერთან ჰქონდათ საქმე და არა ადამიანების ნაკრებთან. ოლეგ ტაბაკოვმა "გოდოს მოლოდინში" რომ ნახა, თქვა, თავი დავანებოთ ამ ნიჭიერ, ნაგიჟარ ქართველებს. მათი მწყემსვა შეუძლებელია. ნურავინ იფიქრებს მათ რაიმე საზღვრებსა და ჩარჩოებში ჩაკეტვასო. ეს ხომ ჩვენი აღიარებაა", - მეუბნება მსახიობი, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი, რომელთანაც საუბარი ყოფილი კულტურის მინისტრის გრიგოლ ვაშაძის წერილით დავიწყეთ, რომელიც მან აგვისტოს ომის შემდეგ რუს კოლეგას გაუგზავნა:

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოსკოვში გამართული კონცერტების გამო ანსამბლი "ერისიონი" მწვავედ გააკრიტიკა, თუმცა აღმოჩნდა, რომ აგვისტოს ომიდან სამი თვის თავზე მინისტრი ვაშაძე რუსეთში ქართველი ხელოვანების ჩაყვანას თავად ითხოვდა.

- ვაშაძისადმი, სანამ მინისტრი გახდებოდა და "ნაციონალური მოძრაობის" ჭაობში ჩაეფლობოდა, სიმპათიით ვიყავი გამსჭვალული. ძალიან მიხაროდა მასთან და ნინოსთანაც შეხვედრა. ჩემთვის გაუგებარი იყო, როგორ აღმოჩნდა ეს კაცი სააკაშვილის ხელისუფლებაში, მაგრამ ეს მისი არჩევანია.

"ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ უმრავლესობას რუსეთუმეობას სწამებს და ჩვენ გვაბრალებს იმას, რისი გამკეთებელიც თვითონ არის. უსახო ადამიანი, რომელსაც დღეს პრეზიდენტი ჰქვია, მოგვიწოდებს, მიდით ხალხთან და გაიგეთ მათი ტკივილი. ნუ ახდენთ ზემოქმედებას მედიაზე, ნუ ცდილობთ დეპუტატების გადმობირებასო; შემარყეველია, როდესაც კრავის ქურქში გახვეული ეს პირწავარდნილი ნაძირალა ასე ლაპარაკობს.

როდესაც ეს აღვირახსნილი, ქვეყნის წინაშე უზარმაზარი ბოროტების ჩამდენი კაცი ასე თავხედობს, ჩემი მოთმინება მთავრდება. შეიძლება პრეზიდენტი კრიჭაში ედგეს საკუთარ ქვეყანას?! რა იყო ამდენ ხანს გაჭიანურებული ელჩების დანიშვნა? რას ლაპარაკობს სატელევიზიო გამოსვლებში ან უცხოეთში კაცი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში სიძულვილის ობიექტი გახდა? ასეთი პრეზიდენტი გამუდმებით ქართველ ხალხს ახსენებს. ვის გულისხმობს, ვის შესჩივის? იმ ხალხს, ვინც სამშობლოდან გააქცია ლუკმაპურის საშოვნელად? იმ ხალხზე ლაპარაკობს, რომელსაც ტერიტორიები დაუკარგა, ამოხოცა, ქონება წაართვა და ციხეში გამოკეტა? მთელი ეს რიტორიკა სიგნალია უცხოეთისთვის, აქაოდა, ისეთი დემოკრატი ვარ, არჩევნებიც კი დავთმეო. სააკაშვილი რისი დამთმობია?! მან კი არ დათმო, ოქტომბრის არჩევნები თავზე დავაღუნეთ, თორემ რისი დამთმობი იყო ეს წუწკი?! ხალხმა საკადრისი პასუხი გასცა მას ოქტომბერში და ახლა 19 აპრილს ცდილობენ რაღაცას. ვის ეძახიან ამ დღეს?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია