რეზო გაბრიაძე - "ჩემი ოცნება ახდა"

რეზო გაბრიაძე - "ჩემი ოცნება ახდა"

"ჩემი ოცნება ახდა - დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას და უკვე სამუდამოდ", - წერს ცნობილი მწერლი, დრამატურგი, რეჟისორი და მხატვარი რეზო გაბრიაძე. "ფეისბუქში" რეზო გაბრიაძის თაყვანისმცემლების მიერ შექმნილ გვერდზე მწერლის წერილიდან - "როგორც ბავშობაში ჩემი ჯიბეები ისევ გაივსო ჭანჭიკებით, ბოლტებით, ხის ნაჭრებით, ზამბარებით, რეზინითა და ათასი სისულელით, რაც ასე საჭიროა თოჯინების თეატრში…" მცირე ამონარიდი გამოქვეყნდა.

"ასე გამოვიდა, რომ მხოლოდ უფროსებისთვის ვდგამ სპექტაკლებს.

თითქოს გამოვიგონე ჩემთვის პატარა თოჯინების თეატრი, რათა თავი დავაღწიო პასუხისმგებლობას, არ ვიყო დამოკიდებული არტისტებზე, არ დავანაგვიანო ბუნება, ვიყოლიო რაც შეიძლება ცოტა მაყურებელი, რომ ნაკლებად შევცოდო მოუმწიფარი აზრებითა და მათი განხორციელების შეუძლებლობით.

მე საკუთარი თავისთვის მოვიფიქრე პატარა თეატრი. ვიმედოვნებდი, იქ დამესვენა და მუშაობით საკუთარ სახელოსნოში მემუშავა.

ყველაფერი წარმატებამ გააფუჭა. მე, მრავალი წლის განმავლობაში მარიონეტების თეატრის მძევლად ვიქეცი.

თუმცა ჩემი ოცნება ახდა - დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას და უკვე სამუდამოდ. მადლიერი ვარ ბედის, თოჯინების და პატარა კოლექტივის, რომელიც დაფუსფუსებს ძველი შენობის კუთხეებში.

მარიონეტები თითებზე მიკიდია, მე კი ანტიპოდივით ჭერზე დავდივარ და ვხატავ", - წერს რეზო გაბრიაძე.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს