დიღმის ხიდთან ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დიღმის ხიდთან ავტოავარიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, დიღმის ხიდთან ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. როგორც შემთხვევის ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს BMW-სა და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მანქანები გზის სავალი ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილზე გადავიდნენ, ავარიის შედეგად BMW-ს მძღოლი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ როგორც სამაშველო სამსახური, ისე სამედიცინო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სამაშველო სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ განაცხადა, რომ დამტვრეული ავტომანქანებიდან სამაშველო ჯგუფმა ოთხი ადამიანი ამოიყვანა, მათ შორის ერთ-ერთი გარდაცვლილი. დაშავებულთაგან ერთი უმძიმეს მდგომარეობაშია; ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილი მძღოლია და უკვე პროზექტურაში გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოძრაობა გადაკეტილია.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია