"საქართველოს ბანკი" აგრობიზნესის დაფინანსებას აქტიურად განაგრძობს. ბანკი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული "შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის" ფარგლებში, პირველი ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის მოცულობის აგროსესხის გაცემას გეგმავს.
წელს "საქართველოს ბანკის" აგროპორტფელის მოცულობა უკვე გაზრდილია 6 მილიონი ლარით. ახალი პროგრამის ამოქმედებასთან ერთად პორტფელის ზრდა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.
"საქართველოს ბანკი" ორიენტირებულია აგროსექტორში მოქმედი ბიზნესის ხელშეწყობაზე. "საქართველოს ბანკში" მიღებული სესხით აგრომეწარმე შეძლებს აგროკულტურის სათესლე და სანერგე მასალების, შხამქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო მასალების შეძენას, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსებას. მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ შექმნან ახალი და გადააიარაღონ არსებული სასოფლო-სამეურნეო საწარმოები.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9