ეს ფოტო 2011 წელს, ვანკუვერის არეულობის დროსაა გადაღებული. რობოკოპში გამოწყობილი სამართალდამცავის ფონზე წყვილი ერთმანეთს კოცნის.
მოგვიანებით პრესაში წყვილის ვინაობაც გაამხილეს. ფოტოზე აღბეჭდილი ახალგაზრდა მამაკაცი 29 წლის სკოტ ჯონსია, ხოლო ქალი ალექსანდრა ტომასი.
ვანკუვერში არეულობები 15 ივნისს დაიწყო, როცა კანადელების საყვარელმა ჰოკეის კლუბმა "ვანკუვერ ჰენაქსმა" "სტენლის თასის" გათამაშებაში წააგო. გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა ვანკუვერის ქუჩებში მაღაზიების ვიტრინები დაამსხვრიეს და მანქანები დაწვეს. შედეგად, 150 ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა, 100 კი დააპატიმრეს.