თინა კანდელაკი "ედინაია რასიას" ხმას აღარ აძლევს

თინა კანდელაკი "ედინაია რასიას" ხმას აღარ აძლევს

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა, თინა კანდელაკმა განაცხადა, რომ "ედინაია რასიას" ხმას აღარ მისცემს. მისი თქმით, თუ პარტია არ შეასრულებს თავის წინასაარჩევო დაპირებებს, მას მხარს აღარავინ დაუჭერს.

"იმდენს ვსაუბრობდით მოდერნიზაციაზე, მაგრამ ახლა გავჩერდით. რა გვაქვს ეკონომიკის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით? რა გვაქვს განათლების სისტემასთან დაკავშირებით? შემიძლია დაუსრულებლად ჩამოვთვალო. "ედინაია რასია" სწრაფად კარგავს გავლენას. "ედინაია რასიადან" ძალიან სერიოზული ადამიანები წავიდნენ, რომლებიც ამ პარტიას აშენებდნენ", - განაცხადა ტელეწამყვანმა.

შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნით ადრე თინა კანდელაკმა თავის ბლოგში გამოთქვა უკმაყოფილება პარტიის მუშაობის გამო. წამყვანმა აღნიშნა, რომ თავს მოტყუებულ ამომრჩევლად გრძნობს, რომელმაც ხმა მისცა უალტერნატივო პოლიტიკურ ძალას, ახლა კი ”პარტია სულ სხვა მიმართულებით მიდის”.

მომზადებულია rusnovosti.ru-ს მიხედვით.