კახეთში მამაკაცი გველმა დაგესლა

კახეთში მამაკაცი გველმა დაგესლა

ლაგოდეხში გველის მიერ დაგესლილი მამაკაცი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "კატასტროფის მედიცინის ცენტრში" განუცხადეს, 38 წლის მამაკაცი დღეს დილით კახეთში, ლაგოდეხის რაიონში გველმა დაგესლა. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცი ძველ სახლს არემონტებდა, რა დროსაც მას ქვეწარმავალმა კიდურზე უკბინა. ექიმის თქმით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მამაკაცი კონტაქტურია, აქვს წვის შეგრძნება.

გველის მიერ დაგესლილ მამაკაცს კატასტროფის ბრიგადა სავარაუდოდ, წმიდა მიქაელის საავადმყოფოში მოათავსებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია