გიორგი ხაბურზანია: "მაგთიფანი" შეიძლება, საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულონ"

გიორგი ხაბურზანია: "მაგთიფანი" შეიძლება, საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულონ"

არ ვიცი, უბრალო დამთხვევაა თუ სატელევიზიო ხრიკი, მაგრამ ფაქტია, ქართულ ტელევიზიებში რამდენიმე საინტერესო მუსიკალური პროექტი ან ერთდროულად გადის, ან საერთოდ არაფერი ხდება და პრესის ჟურნალისტებმა მოწყენილობისგან აღარ ვიცით, რა ვქნათ. ძველი სახეები მკითხველს მოჰბეზრდა, ახალი რამ კი ძალიან იშვიათად ხდება ქართულ შოუბიზნესში. გაგვიმართლა და 25 მარტს "რუსთავი 2"-ზე "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონი დაიწყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი ერთ-ერთ კლუბში შეიკრიბა და "საქართველოს ვარსკვლავის" დღიურს ერთად ადევნებდნენ თვალს. მუსიკალური პროექტის მთავარ პროდიუსერ გიორგი ხაბურზანიას უხაროდა, რომ წელს ძალიან ბევრი კარგი კონკურსანტი მივიდა კასტინგზე და მათ არჩევანი "საქართველოს ვარსკვლავზე" გააკეთეს და არა სხვა პროექტზე. ასეთ კონკურსანტებს შორის გიორგიმ მომღერალ ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი ნუკა გვალია დაასახელა. "საქართველოს ვარსკვლავის" დღიურის პირველი ნაწილი სწორედ ნუკას გამოსვლით დამთავრდა და სოციალურ ქსელში მაშინვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ გამარჯვებული სწორედ ნუკა უნდა გახდეს. როგორც გიორგი ხაბურზანიამ გვითხრა, ნუკა კასტინგზე სიცხიანი მივიდა და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვერ გამოამჟღავნა. "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის ახალ შემადგენლობაზეც ბევრს წერდნენ სოციალურ ქსელში. ბევრის აზრით, წელს პროექტს უცნაური ჟიური ჰყავს. ზოგი წერდა, ფეხმძიმე ნინი ბადურაშვილს ასე არ უნდა გაერისკა, ჟიურის წევრობა კარგია, მაგრამ გადაღლა მისთვის არ შეიძლებაო. ზოგიერთი კი ვერაფრით ხვდებოდა, რატომ იყო ჟიურის წევრი მიშა მშვილდაძე და რა ნიშნით შეაჩერა პროექტზე მომუშავე გუნდმა მასზე არჩევანი. ეს კითხვები გიორგი ხაბურზანიას დავუსვით.

-  გიორგი, რა ნიშნით შეარჩიეთ ჟიურის წევრები?

-  პირველივე გადაცემის ეთერში გასვლიდან მაყურებელს ძალიან მოეწონა "საქართველოს ვარსკვლავის" ახალი ჟიური. ზაზა შენგელია "ვარსკვლავების აკადემიის" დროს ჟიურის თავმჯდომარე იყო. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხმის ჩამწერი ინდუსტრიის განვითარებაში. ნინი ბადურაშვილი ქართული ესტრადის "დივაა". აუცილებელია, უკვე შემდგარი და პოპულარული მომღერალი იყოს ჟიურის შემადგენლობაში. მიშა მშვილდაძე ქართული პოპკულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა და ძალიან კარგი პროდიუსერია. ქართული სატელევიზიო გადაცემების შექმნაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. პროდიუსინგი ძალიან კარგად ესმის.

-  ფეხმძიმე ნინი ბადურაშვილის ჟიურის წევრობაზე დათანხმება არ გაგიჭირდათ?

-  ნინის რომ დავეკონტაქტეთ, მოსკოვში იყო.

-  ნინის მეუღლეს არ გაუპროტესტებია ორსული ცოლის პროექტში მონაწილეობა?

-  ვერ გეტყვით. ჩვენ მხოლოდ ნინის ვესაუბრეთ. მგონი, ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაჩენა ზუსტად იმ დროს უწევს, როცა პროექტი მთავრდება. სანამ დაგვთანხმდებოდა, ნინი ცოტას ორჭოფობდა, თუმცა საბოლოოდ დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო პროექტში.

-  როგორც გავიგე, მისი ფეხმძიმობის გამო პროექტის ჩაწერა რამდენჯერმე შეჩერდა.

-  არანაირი შეფერხება არ ყოფილა. უბრალოდ, მონაწილეების ასეთი რაოდენობა არასდროს ყოფილა. დღეში დაახლოებით 50-მდე კონკურსანტს ვუსმენდით. ყველანი ძალიან ვიღლებოდით. ნინი ვაჟკაცურად უძლებდა იმ ყველაფერს.

-  ყოველთვის ბევრს ლაპარაკობენ, რომ საქართველოში ბევრი მსგავსი პროექტი ტარდება.

-  ამ შემთხვევაში ჩემი პასუხია ლუკა ზაქარიაძე. დამწყები მომღერლების უმეტესობა სულ "რუსთავი 2-"ის პროექტებიდან არის. "რუსთავი 2" იყო ამ სფეროში ფლაგმანი და სხვა თუ რაღაცას აკეთებს, გააკეთონ. ადრეც ცდილობდნენ, მაგრამ "რუსთავი 2" ყოველთვის ფლაგმანი იყო და დარჩება იმიტომ, რომ ჩვენთან ყოველთვის პროფესიონალები მუშაობენ. "რუსთავი 2"-მა სხვებისგან განსხვავებით იცის, რასაც აკეთებს. კონკრეტულად არავინ მიგულისხმია. ჩვენ ყოველთვის პირველები ვართ და დანარჩენებმა, რომლებიც მოგვყვებიან, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები გადაინაწილონ.

-  მალე საბავშვო "ახალი ხმა" დაიწყება "იმედზე". "ახალი ხმის" პირველ სეზონს როგორ შეაფასებდით?

-  ამ შემთხვევაში შემფასებლად ვერ გამოვდგები, რადგან არც ერთი გადაცემა არ მინახავს. სავარაუდოდ, დანარჩენი საქართველოც არ უყურებდა ამ პროექტს, რადგან "ახალ ხმას" ძალიან დაბალი რეიტინგი ჰქონდა. ძირითად კონკურენციას "იმედზე" გვიწევდა "ცე­კ­­ვავენ ვარკვლავები". როცა ასეთ რამეს ვამბობ, მინდა იცოდეთ, ჩემს აზრს კი არ გამოვთქვამ, აღვნიშნავ ფაქტს. არსებობს რეიტინგები, რომელთა მიხედვითაც "რუსთავი 2" სხვა არხებთან შედარებით ბევრად წინ იყო. ჯერჯერობით ასეა და მერე რა იქნება, არ ვიცი.

-  როგორც ვხვდები, არ გაგიჭირდათ, როცა მუსიკალური გუნდი მარინა ბერიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ამ პროექტებზე მუშაობდა, წავიდა.

-  მუსიკალური რედაქციის წასვლისთვის ჩვენ მზად არ ვიყავით. "საქართველოს ვარსკვლავს" რომ ვიწყებდით, ვფიქრობდით, რომ "რუსთავი 2"-ში არსებულ მუსიკალურ რედაქციასთან ერთად ვიმუშავებდით. შესაბამისად, ჩვენთვის მათი წასვლა მოულოდნელობა გახლდათ. რასაკვირველია, ეს კარგი არ იყო და ვფიქრობ, ამით საბოლოო ჯამში არავის მოუგია. თუმცა ჩვენ შევძელით და სწორი სელექციის წყალობით ჩვენთან შეიქმნა ახალი მუსიკალური რედაქცია.

-  როგორ ფიქრობთ, რამდენად გაგიწევთ კონკურენციას პროექტი "მაგთიფანი", რომელიც "მაესტროს" ეთერში გავა?

-  როგორც პროექტის რეკლამებიდან ვნახე, "მაგთიფანი" ძალიან ჰგავს "ვარსკვლავების აკადემიას". ამ შემთხვევაში შეიძლება, საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულონ. ვინც არის ლიცენზიის მფლობელი, ჰოლანდიური კომპანია "ენდემოლი" დაგვიკავშირდა და გვკითხა, რა ახალი პროექტი მზადდება "მაესტროზეო". წლების წინ "ენდემოლისგან" ჩვენ გვქონდა ამ პროექტის ლიცენზია ნაყიდი. რა მოხდება, ვერ გეტყვით. პროექტი რომ დაიწყება, მაშინ გახდება ყველაფერი ნათელი.

"საქართველოს ვარსკვლავის" დღიურს მეგობრებთან ერთად ადევნებდა თვალს პროექტის ერთ-ერთი წამყვანი გვანცა დარასელია.

-  გვანცა, "საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონი პირველისგან განსხვავებული იქნება?

-  ვფიქრობ, ძალიან განსხვავებული იქნება, რადგან პროექტის შემოქმედებითმა ჯგუფმა მეტი თავისუფლება იგემა, ამის შესაძლებლობა კი კონკურსანტებმა მოგვცეს. გაიზარდა მონაწილეების ასაკი. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ნებისმიერი აკომპანემენტი მოეყვანათ. პროექტი მრავალფეროვანი გახდა. წამყვანებიც ბევრად უფრო თავისუფლად ვიყავით. კასტინგებზე ყოფნა მთელი დღის განმავლობაში გვიწევდა. ხანდახან ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდით და თავისუფლად გამოვხატავდით. ამ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს. მე და აჩიკოს წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წელს უფრო ბევრი და ნიჭიერი კონკურსანტი მოვიდა და ზუსტად ვიცი, რომ მეორე ტურში ჟიურის ძალიან გაუჭირდება ფინალისტების არჩევა.

-  პირველ სეზონში არ მალავდი, რომ ლუკა ზაქარიაძეს გულშემატკივარი იყავი. ამჯერად გყავს ფავორიტი?

-  ჯერ არა. მეორე ტურში 86 კონკურსანტი გადავიდა და მათგან ყველა არც მახსოვს. ლუკას ისტორიაც განსხვავებული ჰქონდა. კინაღამ ფინალურ ათეულში ვერ მოხვდა. აქედან გამომდინარე, ყველას გვქონდა იმის განცდა, ლუკა პირველ ლაივკონცერტზე რომ გავარდნილიყო, ვინ იქნებოდა გამარჯვებულიო. ვერავინ შემედავება იმაში, რომ ლუკა მართლაც გამორჩეული იყო და ნამდვილად ეკუთვნოდა ის ტიტული, რაც მიიღო.

კლუბში შეკრებილებს შორის იყო მაია ასათიანი "პროფილის" გუნდთან ერთად.

-  "რუსთავი 2" ერთი მთლიანი გუნდი ვართ, ამიტომ ყველა ვგულშემატკივრობთ ნებისმიერი ახალი პროექტის დაწყებას. ვერც წარმომიდგენია, როგორ უნდა მეყურებინა პროექტის დაწყებისთვის სახლიდან.

-  მსგავს პროექტებში მა­რთლდება ხოლმე შენი ინტუიცია? ვისაც გულშემატკივრობ, იმარჯვებს?

-  ძალიან ხშირად ჩემს ინტუიციას არ უღალატია. ვისზედაც მითქვამს, რომ გამარჯვებული გახდებოდა, გაუმარჯვია.

-  მუსიკალური განათლება გაქვს? პროფესიული კუთხით შეგიძლია შეაფასო, გამომსვლელები?

-  მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული. ბუნებრივია, ამ საკითხში არ ვარ პროფესიონალი, თუმცა როგორც ტელეპროდიუსერმა შემიძლია შევაფასო, ადამიანი რამდენად შეიძლება იყოს ვარსკვლავი.

"საქართველოს ვარსკვლავის" მეორე სეზონის დაწყებას ლუკა ზაქარიაძეც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს:

-  ვიცი, რომ წელს "საქართველოს ვარსკვლავში" არიან კონკურსანტები, რომლებსაც შეუძლიათ, ქართველი მაყურებელი ტელევიზორებთან მიაჯაჭვონ. აუცილებლად მივადევნებ თვალს მეორე სეზონს და ვეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო პროექტის წარმატებაში.

-  "საქართველოს ვარსკვლავში" გამარჯვების შემდეგ შენი შემოქმედებითი ცხოვრებით კმაყოფილი ხარ?

-  მე არც პროექტში ვყოფილვარ არაფრით კმაყოფილი და არც შემდეგ. ასეთი უკმაყოფილო "მასტი" ვარ. ყველამ თავისი ბედი თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ვერავინ დაგეხმარება, შენ თავს შენ თუ არ მიხედე. პროექტის ავტორები ცდილობენ, ახალბედა მომღერლებს დაეხმარონ და მისცენ სარბიელი, რომ თავიანთ საქმეში ბოლომდე დაიხარჯონ.

-  მეორე სეზონის მონაწილეებს იცნობ? რომელიმეს გულშემატკივრობ?

-  ზოგადად პროექტს ვგულშემატკივრობ. მინდა, ვინმემ ნორმალური სიმღერები გააკეთოს და იმღეროს.

-  სხვა კონკურსში მონაწილეობას გეგმავ?

-  იურმალიდან "ახალ ტალღაზე" მქონდა შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. შეიძლება, კასტინგზე გავიდე.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები