"ნიკორას" სუპერმარკეტში პურ-ფუნთუშეულის საცხობი ამოქმედდა

"ნიკორას" სუპერმარკეტში პურ-ფუნთუშეულის საცხობი ამოქმედდა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე N28-ში (სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს) მდებარე "ნიკორას" სუპერმარკეტში საცხობი ამოქმედდა. აქ მომხმარებელს პურ-ფუნთუშეულის ფართო არჩევანს სთავაზობენ. კლასიკური კრუასანი, მინი ბაგეტი, სხვადასხვა სახეობის პური, ხაჭაპური, ლობიანი ადგილზევე ცხვება და მათი შეძენა ცხლად არის შესაძლებელი.

2013 წელი "ნიკორასთვის საიუბილეოა, წლის ბოლოს კომპანიას 15 წელი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, "ნიკორა" განსაკუთრებული სიხშირით სთავაზობს მომხმარებელს სიახლეებს.

დღეს "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი ყველაზე მრავალრიცხოვანია ქართულ ბაზარზე. კომპანია საქართველოს მასშტაბით 85 სავაჭრო ობიექტს ფლობს, სადაც 5000-ზე მეტი დასახელების მაღალი ხარისხის ადგილობრივი თუ იმპორტირებული პროდუქცია იყიდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა