დაცვის სამსახური "ალგანი" კვლავ აგრძელებს აქტიურ ქველმოქმედებას. წელს დაცვის სამსახური არაერთგზის მონაწილეობდა სოციალურ პროექტებში. შპს "ალგანმა" იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკთან მემორანდუმი გააფორმა. ალგანის პირადი შემადგენლობა ყოველთვიურად გაიღებს სისხლს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვების გადასარჩენად.
დაცვის სამსახურმა "ალგანმა” 2013 წელი ქველმოქმედების წლად გამოაცხადა და ყოველთვიურად საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. კომპანიამ წელს უკვე აიღო ვალდებულება დააფინანსოს პარაკონეს ფედერაცია და უნარშეზღუდული ბავშვების სპორტში ჩართულობა.
"ალგანში” უკვე 500-მდე დასაქმებულია, რომელთა უმრავლესობა უკვე წლებია ერთგულად ემსახურება საქართველოს მოსახლეობისა და მისი ბიზნესის დაცულობას, უსაფრთხოებას. კომპანია თავის რიგებში აქტიურად ასაქმებს როგორც ყოფილ სპორტსმენებს, ასევე მზრუნველობა მოკლებულ ახალგაზრდებს.
იყავი დაცული.
www.algani.ge
http://www.facebook.com/Algani.LTD
R