"ეშმაკი ატარებს Prada-ს" გაგრძელება 20 ივნისს გამოვა

"ეშმაკი ატარებს Prada-ს" გაგრძელება 20 ივნისს გამოვა

პოპულარული წიგნის "ეშმაკი ატარებს Prada-ს" გაგრძელება, 20 ივნისს გამოვა. ამის შესახებ ავტორმა ლორენ ვაისბერგერმა განაცხადა. ახალ წიგნს "შურისძიება ატარებს Prada-ს: ეშმაკი ბრუნდება" ქვია.

რომანის თაყვანისმცემლებს უკვე შეუძლიათ ახალი წიგნის გარეკანით დატკბობაც. ავტორმა სიუჟეტის დეტალებიც გაამხილა.

ლორენის თქმით, წიგნში მოვლენები "პოდიუმის" რედაქციიდან ენდის წასვლიდან 8 წლის შემდეგ ვითარდება. ენდი უკვე ყველაზე გავლენიანი საქორწინო ჟურნალის მთავარი რედაქტორია.

მირანდა პრისტლის მთავარი დამხმარე ემილი, ახალ წიგნში ენდის საუკეთესო მეგობარია.

რა თქმა უნდა, ისტორიის თაყვანისმცემლებს იმედი აქვთ, რომ მეორე წიგნის ეკრანიზაციასაც იხილავენ და მასში კვლავ შეასრულებენ მთავარ როლებს ლეგენდარული მერილ სტრიპი და ენ ჰეთევეი.

მომზადებულია bestin.ua-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს