ლაშა პაპაშვილი - "მინდა, ჩემმა შვილებმა ბევრი იკითხონ, ეს წარმატებაში დაეხმარებათ"

ლაშა პაპაშვილი - "მინდა, ჩემმა შვილებმა ბევრი იკითხონ, ეს წარმატებაში დაეხმარებათ"

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი დამწყებ კოლეგებს ურჩევს ბიზნესჩვევებისა თუ წესების გასავითარებლად ხარისხიანი ბრიტანული გამოცემებით ისარგებლონ, სადაც მისი თქმით, უამრავი აუცილებელი დეტალი და წვრილმანი სკრუპულოზურად არის აღწერილი. როგორც ბიზნესმენი ამბობს, ბევრი რამ სწორედ წიგნებიდან ისწავლა, თუმცა არც გამოცდილი მეგობარი ბიზნესმენების რჩევებს ტოვებდა უყურადღებოდ.

"როცა ბიზნესში შევდიოდი, ძალიან ბევრს ვკითხულობდი. შრომისმოყვარეობასთან ერთად აუცილებელია ბევრი იკითხო, არ ჩამორჩე მიმდინარე პროცესებს, ყოველდღიურად მიიღო ზღვა ინფორმაცია ყველა მიმართულებით", - აცხადებს პაპაშვილი.

წიგნები ბიზნესმენის დიდი გატაცებაა. მისი მდიდარი ბიბლიოთეკა საინტერესო და მრავალმხრივია.

"ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან კარგი წიგნი ვიყიდე კულინარიაზე, საკმაოდ სოლიდური თანხაც გადავიხადე, მაგრამ არ ვნანობ, იმდენად პრაქტიკული აღმოჩნდა", - ამბობს ის.

ბიზნესმენი აქტიურად ერევა საკუთარი შვილების სწავლა-განათლებაში და ცდილობს წიგნები მათაც შეაყვაროს.

"ბოლო 2-3 წელია მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბავშვების დაძინებამდე სახლში ვიყო და გამომდის კიდეც. ვცდილობ შაბათ-კვირა უპირატესად მათთან გავატარო. რაც წამოიზარდნენ, უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ. აქტიურად ვერევი მათ სწავლა-განათლებაში. მინდა, ბევრი იკითხონ, ეს წარმატებაში დაეხმარებათ", - ამბობს ლაშა პაპაშვილი.

მისი თქმით, ის ყოველთვის ცდილობს დრო გამონახოს და შვილებს თვითონ წაუკითხოს წიგნები. ბიზნესმენს 6 შვილი ჰყავს.

მომზადებულია forbesgeorgia.ge-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს