"საქართველოს ბანკის" Express Pay-ს მეშვეობით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება უფასოა

"საქართველოს ბანკის" Express Pay-ს მეშვეობით მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება უფასოა

"საქართველოს ბანკის" სწრაფი გადახდის (თვითმომსახურების) ტერმინალი Express Pay, ერთადერთი გადახდის აპარატია, რომლის მეშვეობითაც მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება უფასოა. Express Pay-ს მეშვეობით მობილური ტელეფონის მომსახურების საფასურის გადახდისას, მომხმარებელს ბალანსზე უჯდება ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რამდენიც შეაქვს.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მობილური ტელეფონის ბალანსს Express Pay-ს ტერმინალებში შეავსებს Express Card-ის მეშვეობით, მიიღებს 10 Express ქულას და შესაძლებლობას, გადაცვალოს დაგროვილი ქულები უფასო მგზავრობასა და კომუნალურ თუ სხვა გადასახადებზე, მათ შორის მობილურის ბალანსზე. ამასთან, Express Pay-ს ტერმინალებში Express Card-ის გამოყენება ხდება ძალიან მარტივად - მხოლოდ ერთი შეხებით ტერმინალთან.

დღეიდან "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს კიდევ ერთ საჩუქარს სთავაზობს - 1-ელ ივნისამდე, ნებისმიერი მომხმარებელი, "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ სერვის-ცენტრში შეძლებს Express Card-ის უფასოდ მიღებას და ბარათით სარგებლობას ანგარიშის მომსახურების საკომისიოს გადახდის გარეშე მთელი 1 წლის განმავლობაში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა