PayPal-ზე "თიბისი ბანკის" ბარათების მიბმა დღეიდან უკვე შესაძლებელია!

PayPal-ზე "თიბისი ბანკის" ბარათების მიბმა დღეიდან უკვე შესაძლებელია!

დღეიდან "თიბისი ბანკის" ყველა ტიპის პლასტიკური ბარათი უკვე შეგიძლიათ მიაბათ PayPal-ის სისტემას, რაც მოგცემთ საშუალებას, აიხდინოთ ოცნება და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ნივთი ისეთი ვებ-მაღაზიიდან, რომელზეც მანამდე ხელი არ მიგიწვდებოდათ.

www.paypal.com არის გადახდის საშუამავლო სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მოახდინოთ ონლაინ შეძენა მეტად უსაფრთხოდ ან უბრალოდ იყიდოთ ისეთი ვებ-მაღაზიიდან, რომელზეც საქართველოში დამზადებული პლასტიკური ბარათები არ მიიღება და ფუნქციონირებს მხოლოდ PayPal გადახდის სისტემით.

დღემდე paypal-ის ვებ-გვერდზე, ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ შედიოდა. ამიერიდან, შესაძლებელია შეხვიდეთ www.paypal.com-ზე, აირჩიოთ საქართველო, დარეგისტრირდეთ და უშუალოდ საიტიდან მიაბათ "თიბისი ბანკის" ნებისმიერი ბარათი paypal-ის სისტემას. ეს თქვენ მოგცემთ საშუალებას, გააკეთოთ შენაძენი ისეთი საერთაშორისო პოპულარული ვებ-მაღაზიებიდან, როგორებიცაა eBay, Walmart, overstock.com და ა.შ.

paypal-ის გადახდის სისტემა ფუნქციონირებს როგორც შუამავალი თქვენს ბარათსა და ვებ-მაღაზიას შორის. paypal-ზე ბარათის მიბმის შემთხვევაში, ვებ-მაღაზია, რომლიდანაც აკეთებთ შენაძენს, მიმართავს paypal-ს, ხოლო paypal-ი მას აწვდის იმ ბარათის მონაცემებს, რომელიც მიბმულია მის სისტემაზე.

შესაბამისად, paypal-ით გადახდა თქვენ გაძლევთ უნიკალურ შანსს, განახორციელოთ ონლაინ შოპინგი ნებისმიერი ვებ-მაღაზიიდან, რომელიც იღებს paypal-ის გადახდებს, ნებისმიერ დროს, მაქსიმალურად უსაფრთხოდ და დაცულად. ამისთვის თქვენ გჭირდებათ "თიბისი ბანკის" ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათი, paypal-ის საიტზე რეგისტრაცია და სასურველი ნივთი თქვენს ხელშია!

სასიამოვნო ინტერნეტ-შოპინგს გისურვებთ!

R

Porsche Cayenne Coupé უკვე საქართველოშია!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო