ზურაბ წერეთელი მზადაა, ლონდონში მარგარეტ ტეტჩერს ძეგლი დაუდგას

ზურაბ წერეთელი მზადაა, ლონდონში მარგარეტ ტეტჩერს ძეგლი დაუდგას

რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე, ზურაბ წერეთელი მზადაა, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, მარგარეტ ტეტჩერის ძეგლი შექმნას. ლონდონის მერი დედაქალაქის ცენტრში ტეტჩერის ძეგლის დადგმის წინადადებით გამოვიდა.

რუსული გამოცემა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სკულპტორმა აღნიშნა, რომ ერთადერთი ქალი, რომელიც დაუხატავს, სწორედ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

"მარგარეტ ტეტჩერის მხატვრულ სახეზე მუშაობის გამოცილება უკვე მაქვს. ის პირადად შეხვედრის დროს დავხატე და ეს პორტრეტი მას ვაჩუქე. ის ბრწყინვალე პიროვნება იყო, გამოკვეთილი ნაკვთებითა და საინტერესო პლასტიკით, უდიდესი ქალი და გამოჩენილი პოლიტიკოსი. თუ კონკურსი გამოცხადდება, მასში დიდი ინტერესით მივიღებდი მონაწილეობას", - აღნიშნა წერეთელმა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი 87 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.

ზურაბ წერეთელი ბოლო დროს მაღალი რანგის პოლიტიკოსების ძეგლებზე მუშაობს. ამჟამად წერეთელი ვლადიმერ პუტინის ძეგლისთვის შესაფერის ადგილს ეძებს.

მომზადებულია izvestia.ru-ს მიხედვით.