Beautiful Women Pedia ქართველი ქალების სილამაზეზე სტატიას აქვეყნებს

Beautiful Women Pedia ქართველი ქალების სილამაზეზე სტატიას აქვეყნებს

ვებსაიტი Beautiful Women Pedia მკითხველებს სხვადასხვა ქვეყნის ლამაზ ქალებს აცნობს. "ეს არის ადგილი, სადაც უცხო ქვეყნის ულამაზეს ქალბატონებს აღმოაჩენთ", - წერია ვებსაიტის მთავარ გვერდზე.

საიტის ჟურნალისტი ქართველ ქალებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით - "ლამაზი ქართველი ქალები".

"საქართველო ცნობილია ღვინით, სტუმართმოყვარეობითა და ლამაზი ქალებით. ამ ქვეყნის გოგონები გაცნობიერებულნი არიან ხელოვნებაში. მათი მშვენიერება ყველა ასპექტში ხიბლავს მამაკაცებს. ქართველ გოგონებს მასიურად მუქი ყავისფერი თმა, ლამაზი თვალის ჭრილი და ღია ფერის კანი აქვთ. ამ ქვეყნის ქალბატონებს შესაშური ქალური ფორმები აქვთ. მათ ბუნებრიობა ხიბლავთ და ზედმეტი კოსმეტიკით სახეს არ იმძიმებენ. შებრძანდით ნებისმიერ დაწესებულებაში და მოიხიბლეთ მათი მანერებით. ამ ქვეყნის ქალბატონებს თავისუფლად შეუძლიათ თანამედროვე ეპოქისა და ძველი ტრადიციების შერწყმა. მათ საუკეთესო მეგობრობა შეუძლიათ. პატივს სცემენ ოჯახის წევრებს. ქართველი გოგონების დიდი ნაწილი ქორწინებამდე ქალწულია. ყველა ქართველ გოგონას უმაღლესი განათლება აქვს. საქართველოს დიდ ქალაქებში ნებისმიერი ქალი ფლობს საერთაშორისო ენას - ინგლისურს. იშვიათად თუ შეხვდებით ქართველ ქალს, რომელსაც მუსიკალური განათლება არ ჰქონდეს, ან ვერ ცეკვავდეს. ვიდრე ქართველ გოგონას პაემანზე დაპატიჟებთ, მისი გულის მოგება მოგიწევთ. თუმცა, შედეგი ამად ღირს", - ამოიკითხავთ სტატიაში.

სტატიის ავტორი უცხოელ მამაკაცებს რამდენიმე რჩევასაც აძლევს, როგორ მოხიბლონ ქართველი გოგონები.

"ამ ქვეყნის ქალებს დახვეწილი მანერების მქონე მამაკაცები იზიდავთ. ყველა მათგანი კარგად ერკვევა ღვინოში. მხოლოდ ის დაწესებულება შეარჩიეთ, სადაც კარგი ხარისხის სასმელი იყიდება. ქართველ ქალბატონებს უყვართ ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები. მოთოკეთ ემოციები. მშვიდად ისაუბრეთ და ხმის ტონს არ აუწიოთ. საქართველოს გარდა, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში შეგხვდებათ ქალი, რომელიც საკუთარ გრძნობას თავზე არ მოგახვევთ და გულში შეინახავს", - წერს ავტორი.

ყველა უცხოელი მამაკაცი, რომელსაც ქართველ გოგონასთან ურთიერთობა ჰქონია, ამბობს, რომ ამ ულამაზეს ქალებთან ურთიერთობა ნებისმიერ ასპექტში სასიამოვნოა. მათი თქმით, ქართველ ქალბებში ჭარბი დოზითაა სილამაზე, ნიჭიერება და ტრადიციების პატივისცემა.

საიტი Beautiful Women Pedia აქვეყნებს ქართველი მოდელის, ნინი ნებიერიძის, მსახიობ შორენა ბეგაშვილისა და "მის საქართველო 2003"-ის ირინა ონაშვილის ფოტოებს.

მომზადებულია Beautiful Women Pedia-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები