"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელში აქციების ახალი ეტაპი დაიწყო. როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, პროდუქტების შერჩევისას აქცენტი სამარხვო კატეგორიის პროდუქციაზე გაკეთდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სამარხვო პროდუქციის რეალიზაცია საკმაოდ იზრდება, გადავწყვიტეთ ფასი სწორედ აღნიშნული კატეგორიის პროდუქტებზე დაგვეწია, რადგან მომხმარებელი და მისი ინტერესები ჩვენთვის პრიორიტეტულია", - აცხადებენ "ნიკორაში".
თბილისის მასშტაბით, "ნიკორას" სავაჭრო ქსელში ფასმა შემდეგ პროდუქტებზე დაიწია: პელმენი კარტოფილით ("მზარეული"), ვარენიკი სოკოთი ("მზარეული"), სამარხვო კარაქი ("ჩვენი ფერმერი"), მწვანე ლობიო ("არტ ფუდი"), წიწაკა დელიკატესური ("არტ ფუდი"), სამარხვო მაიონეზი ("ლასკა"), მზესუმზირის ზეთი ("ბარაქა"), ბისკვიტი "ბარნი", "მარნეულის" წარმოების მწვანე და წითელი ტყემალი, ცხარე კეტჩუპი და ცოცხალი პომიდვრის საწებელი. აქცია ასევე მოქმედებს ხსნად ყავა "ნესკაფე გოლდსა" და "მაკკოფე გოლდზე".
"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი ყველაზე მრავალრიცხოვანია ქართულ ბაზარზე. კომპანია საქართველოს მასშტაბით 85 სავაჭრო ობიექტს ფლობს, სადაც ხუთი ათასზე მეტი დასახელების მაღალი ხარისხის ადგილობრივი თუ იმპორტირებული პროდუქცია იყიდება.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9