ევრობანკის წარმომადგენლებმა "მარგებელი ჰოლდინგში" გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასეს

ევრობანკის წარმომადგენლებმა "მარგებელი ჰოლდინგში" გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასეს

ევრობანკის წარმომადგენლებმა "მარგებელი ჰოლდინგში" გაწეული სამუშაოები დადებითად შეაფასეს.

"მარნეულის სასურსათო ქარხანას" EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებისგან შემდგარი ფართომასშტაბიანი დელეგაცია ეწვია.

სტუმრებმა ქარხანა დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს გაეცნენ. ვიზიტის დასასრულს ევრობანკის წარმომადგენლებმა "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი "თელეთის ფერმა" მოინახულეს და ჰოლდინგში გაწეული სამუშაოები სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დადებითად შეაფასეს.

"მარნეულის" ბრენდის წარმატება "ნაბეღლავის" მრავალწლიანმა ინვესტიციამ და ფინანსურმა მხარდაჭერამ განაპირობა. მოხარულები ვართ, რომ EBRD-მა ქარხნის მდგრადი განვითარების სტრატეგია მნიშვნელოვნად მიიჩნია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების კუთხით. დღეს საკმაოდ წარმომადგენლობითი სტუმრები გვყავდა - დელეგაცია ლონდონიდან. რამდენიმე წლის წინ ევრობანკთან ერთად დავიწყეთ საინვესტიციო პროექტი. ჰოლდინგში განხორციელებულია 43 მილიონიანი ინვესტიცია. დღეს ევრობანკის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს რა გაკეთდა, რას მივაღწიეთ, მოიწონეს გაწეული სამუშაოები, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ვიზიტისას აღინიშნა, რომ მგდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია დამატებითი ინვეტიციები და უფრო მნიშვნელოვანი, რომ ეს პროცესი იყოს უწყვეტი, რათა მუდმივად ვიყოთ კონკურენტუნარიანები როგორც მსხვილ კომპანიებთან, ასევე იმპროტთან მიმართებაში. სანაცვლოდ ჩვენ ვპირდებით, რომ ქვეყანაში აგრო-სექტორი აუცილებლად განვითარდება", - განაცხადა "წყალი მარგებელის" დირექტორმა გია გოგოლაძემ.

"ევრობანკმა" 2007 წელს მონაწილეობა მიიღო ქარხნის დაფუძნების დაფინანსებაში. შესაბამისად, მათი ვიზიტის მიზანი იყო ჩვენი მხრიდან გაწეული სამუშაობის შეფასება. ჩვენ მათ გავაცანით ქარხნის განვითარების სტრატეგიული გეგმა და სამომავლოდ განსაზღვრული აქტივობები. ისინი დახმარებასა და სერიოზული პროექტების დაფინანსებას დაგვპირდნენ. მათი ვიზიტი ამ კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია. ევრობანკის წარმომადგენელებმა საკუთარი თვალით ნახეს, თუ რაში დაიხარჯა მათი ინვესტიცია. როგორი წარმატებულია კომპანიაა "მანეულის სასურსათო ქარხანა", - განაცხადა "მარნეულის სასურსათო ქარხნის" დირექტორმა ირინე გაფრინდაშვილმა.

"ჩვენი მიზანია ქვეყანაში იმპროტირებული პროდუქციის ქართულით ჩანაცვლება. მომხმარებელს ვაძლევთ საშუალებას აირჩიოს 100 პროცენტით ქართული პროდუქცია. დავანახოთ, რომ ეს მიღწევადია. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არსებული მითი დაგვემსხვრია, თითქოსდა საქართველოში წარმოება შეუძლებელია და ასევე შეუძლებელია კონკურენცია გაუწიო თურქეთს, ჩინეთს. ჩვენ ეს ამოცანა ამოვხსენით, ჩვენ ვართ პიონერები და ფლაგმანები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, როგორიცაა მეცხოველეობა, მებოსტნეობა და პროდუქციის წარმოება. ამასთან, უკვე 4-წლიანი ეტაპი გავიარეთ, შევიძინეთ ცოდნა, პირობას ვდებთ ქართული მომხმარებლის წინაშე სულ მალე იმპორტირებული პროდუქციას სრულად ჩავანაცვლებთ ქართული პროდუქციით", - განაცხადა "მარგებელი ჰოლდინგის" ხელმძღვანელმა მიხეილ სიმონიშვილმა.

"დავათვალიერეთ საწარმო. მართლაც მოხარული ვარ, რომ ჩვენი მხრიდან გაწეულმა ინვესტიციამ შედეგი გამოიღო. საწარმო მართლაც წარმატებულია, ის აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. პროდუქციის წარმოებისას გამოყენებულია მაღალი დონის ტექნოლოგია. ეს ყველაფერი ჩვენი თვალით ვიხილეთ. მზად ვართ, მომავალშიც დავეხმაროთ და საკამოდ მსხვილი პროექტებიც დავუფინანსოთ", - განაცხადა ევრობანკის დირექტორთა საბჭოს წევრმა ჯონათან ოკენდენმა.

2007 წლიდან ცნობილი ქართული მინერალური წყლის "ნაბეღლავის" მწარმოებელი კომპანიის "წყალი მარგებლის" აქციონერების ინტერესი სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და კვების მრეწველობის განვითარებას დაუკავშირდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება "მარნეულის სასურსათო ქარხნისა" და "მარნეული აგროს" ისტორიაც. აღნიშნული კომპანიების გაერთიანება 2009 წლიდან უკვე "მარგებელი ჰოლდინგში" მოხდა. აღსანიშნავია, რომ ევრობანკის (EBRD) ამ პროექტის შეღავათიანი დაფინანსება 18 მილიონი დოლარის ოდენობით სწორედ "ნაბეღლავის" გარანტიით განხორციელდა, რადგან დამოუკიდებლად ამ სფეროსთვის ფაქტობრივად მიუწვდომელი იყო სხვა სახის ფინანსური რესურსი. 2007 წლიდან დღემდე "წყალი მარგებელიდან" 43 მილიონი ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, რათა ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული, სრული ციკლის სასოფლო-სამეურნეო წარმოების სისტემა შექმნილიყო. "მარგებელი ჰოლდინგში" ევრობანკის წარმომადგენლების ვიზიტის ძირითად მიზანს, სწორედ აღნიშნულ ინვესტიციის ფარგლებში გაწეული სამუშაოების შეფასება და სამომავლო გეგმების დასახვა წარმოადგენდა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა