თინა კანდელაკი მზადაა მამაკაცი ხელის გულზე ატაროს

თინა კანდელაკი მზადაა მამაკაცი ხელის გულზე ატაროს

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი საკუთარი სპორტული მიღწევების შესახებ თაყვანისმცემლების ინფორმირებას განაგრძობს. ამჯერად ტელეწამყვანმა ფოტოგრაფის წინაშე შტანგით იპოზიორა.

"წონასთან მუშაობას დამატებითი დაზღვევა სჭირდება! 40 კგ, მეგობრებო, ახალი მიღწევა! ახლა 50 კგ-სკენ მივდივარ!", - დაწერა საკუთარ მიკრიბლოგში კანდელაკმა.

მოგვიანებით ტელეწამყვანმა ახალი პოსტი გამოაქვეყნა:

"აი, 50 კგ! ანუ მსუბუქი მამაკაცის ხელის გულზე ტარება შესაძლებელია! და მათთვის, ვინც ჩემს მკერდსა და სხეულის სხვა ნაწილებზე ღელავს! ყველაფერი რიგზე მაქვს! ვარჯიშთან ერთად ყველაფერი უფრო ხარისხიანი და მკვრივი ხდება", - წერს თინა.

კანდელაკი საკმაოდ დიდ დროს ატარებს სპორტდარბაზებში. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი რელიეფური პრესით იწონებდა თავს.

მომზადებულია tochka.net-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები