"ელიტ ელექტრონიქსი" ინარჩუნებს ტექნიკის ბაზრის ლიდერის პოზიციას

"ელიტ ელექტრონიქსი" ინარჩუნებს ტექნიკის ბაზრის ლიდერის პოზიციას

Global Idea-ს, გაზეთ The FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" 2012 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიური, რიგით მერვე ცერემოინია გაიმართა. ოქროს ბრენდის ნომინაციაზე საქართველოში მოღვაწე 200-მდე კომპანია იყო წარდგენილი, თუმცა მხოლოდ 36-მა კომპანიამ შეძლო ოქროს ბრენდის სტატუსის მოპოვება და მათ შორის "ელიტ ელექტრონიქსმა", კომპანია უკვე მრავალი წელია, მიუხედავად დიდი კონკურენციისა, ოქროს ბრენდის ტიტულს ინარჩუნებს.

"ელიტ ელექტრონიქსის" წარმატებაში კომპანიის თითოეული თანამშრომლის გარდა უდიდესი წვლილი მიუძღვის მის ერთგულ მომხმარებლებს. ჩვენ შევქმენით საქართველოს ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელი, ჩვენი მიზანია ყოველწლიურად გავზარდოთ მომსახურების ხარისხი და პროდუქციის მრავალფეროვნება. "ელიტ ელექტრონიქსი" ცდილობს  მომხმარებელს ყოველთვის ახალი, კრეატიული და ინოვაციური მარკეტინგული კამპანიები შესთავაზოს".

ოქროს ბრენდი ავლენს და აჯილდოვებს იმ კომპანიებს, რომლებმაც გასულ წელს მარკეტინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. კვლევა ავლენს ბრენდის პოპულარობას. მისი მთავარი ფოკუსი, კომპანიათა მიერ ბრენდის პოპულარიზაციისთვის მიღებულ კრეატიულ გადაწყვეტილებებზეა მიმართული. ალბათ ყველას გახსოვთ კომპანია "ელიტ ელექტრონიქსის" გასული წლის სარეკლამო კამპანიები, რომლებმაც თითოეული ჩვენგანის ყურადღება მიიქცია და განხილვის თემადაც იქცა საზოგადოებისთვის.

ოფიციალური მონაცემებით, კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი" არის ბაზრის ლიდერი ტექნიკის სფეროში და მიმდინარე წელს ინოვაციური მარკეტინგული კამპანიებით, პროდუქციის ასორტიმენტის ზრდისა და მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებით ამ პოზიციის გამყარებას გეგმავს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა