"ვისოლმა" ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასი შეამცირა

"ვისოლმა" ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასი შეამცირა

კომპანია "ვისოლმა" ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასი შეამცირა.

"მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებამ საშუალება მოგვცა ჩვენს ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასი 5 თეთრამდე შევამციროთ. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლის და საზოგადოების ინტერესებს, რადგან საზოგადოებაზე ზრუნვა ჩვენი ბიზნესსაქმიანობის ძირითადი პრიორიტეტია", - აცხადებს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა.

დღეიდან "ვისოლის" ქსელში სუპერი - 2.22 ლარი, აპი პრემიუმი - 2.17 ლარი, აპი დიზელი - 2.18 ლარი, ევრო რეგულარი - 2.05 ლარი, რეგულარ ენერჯი - 2.02 ლარი, დიზელ ენერჯი კი 2.07 ლარი ეღირება.

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს. იტალიური საწვავი "აპისგან" მხოლოდ "ვისოლის" ქსელში იყიდება.

"ვისოლი" ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის-პროდუქტების შეთავაზებითsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საცალო ბაზრის ლიდერია.

მაღალტექნოლოგიური ამერიკული საწვავის მიწოდების სისტემა, რომელიც "ვისოლის" ყველა ავტოგასამართ სადგურზეა დამონტაჟებული, მომხმარებლისათვის საწვავის მიწოდებას 100% სიზუსტით ახორციელებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა