ბათუმი-ოდესის მიმართულებით რეგულარული რეისები დაინიშნება

ბათუმი-ოდესის მიმართულებით რეგულარული რეისები დაინიშნება

27 აპრილიდან ბათუმი-ოდესის მიმართულებით რეგულარული რესიები დაინიშნება. ბათუმი-ოდესის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია "აირზენა" იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას მედიას ოდესაში საქართველოს საკონსულო აწვდის.

გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 27 აპრილიდან პირდაპირ, რეგულარულ ფრენებს ოდესა-ბათუმი-ოდესას მიმართულებით ქართული ავიაკომპანია "აირზენა" განახორციელებს. მათივე ინფორმაციით, თავდაპირველად კომპანია ფრენებს კვირაში ერთხელ, შაბათობით შეასრულებს. აღნიშნულ მიმართულებას კი 8 მაისიდან სხვა რეისიც დაემატება, რომლებიც ოთხშაბათობით შესრულდება.

პირდაპირი, რეგულარული ფრენები ოდესა-ბათუმის მიმართულებით მთელი ზაფხულის განმავლობაში შესრულდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა