2013 წლის 18 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამინისტროს ინიციატივით, შედგა სამმხრივი შეხვედრა სამინისტროს, შპს "ადითისა" და შპს "სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის" წარმომადგენლების მონაწილეობით, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა მხარეთა შორის არსებული დავის საკითხები. განხილვის შედეგად მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფმა", სამედიცინო დაწესებულებაში არსებული სახელფასე დავალიანების დარეგულირების მიზნით, მიიღო გადაწყვეტილება დავის დარეგულირებამდე აენაზღაურებინა თანხის ნაწილი. ამავდროულად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანხის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების საკითხი გადაწყდება დამატებითი განხილვისა და მხარეთა მოლაპარაკების საფუძველზე."აი სი ჯგუფის" მიერ უკვე დაფარულია თანხის ნაწილი, შესაბამისად სამედიცინო დაწესებულების პერსონალის წინაშე არსებული სახელფასე დავალიანების საკითხი, ამ ეტაპზე, დარეგულირებულია.
R