ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი კოქ­ტე­ი­ლე­ბი

ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი კოქ­ტე­ი­ლე­ბი

ამე­რი­კელ მწე­რალს, ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ის, მი­სი გმი­რე­ბის და­რად, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ალ­კო­ჰო­ლუ­რი სას­მე­ლი. რამ­დე­ნი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი სას­მე­ლიც ჰქონ­და, თუმ­ცა მათ შო­რის უპი­რა­ტე­სო­ბას კოქ­ტე­ილ "მო­ჰი­ტოს" ანი­ჭებ­და. "მო­ჰი­ტო" კუ­ბა­ში, უფ­რო ზუს­ტად კი, ჰა­ვა­ნა­ში შექ­მნეს და ჰე­მინ­გუ­ე­იც სწო­რედ იქ "და­ატყ­ვე­ვა".

"ინ­ტე­ლი­გენ­ტი ხან­და­ხან იმი­ტომ თვრე­ბა, სა­კუ­თა­რი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბით თა­ვი რომ შე­იქ­ცი­ო­სო", - უთ­ქვამს ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ის.

ამე­რი­კელ მწე­რალს უი­ლი­ამ ფოლ­კნერს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და კოქ­ტე­ი­ლი "პიტ­ნის ჯუ­ლე­პი". ამას ნე­ბის­მი­ე­რი და­გი­მოწ­მებ­დათ, ვინც თუნ­დაც ერ­თხელ სტუმ­რე­ბია მწე­რალს ოქ­სფორ­დში, მის მა­მულ­ში, სა­დაც 1930 წლი­დან 1962 წლამ­დე ცხოვ­რობ­და. აქ სტუ­მარს აუ­ცი­ლებ­ლად უმას­პინ­ძლდე­ბოდ­ნენ მე­ტა­ლის ბო­კალ­ში პიტ­ნის ფოთ­ლე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი ცო­ტა­ო­დე­ნი ვის­კის, ერ­თი ჩა­ის კოვ­ზი შაქ­რი­სა და ყი­ნუ­ლის ნა­რე­ვით, რო­მელ­საც ფოლ­კნე­რი "პიტ­ნის ჯუ­ლეპს" უწო­დებ­და.

"ვის­კი ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლი­ა­ო", - ამ­ბობ­და, დი­დი მწე­რა­ლი.

ინ­გლი­სე­ლი მწერ­ლის, იან ფლე­მინ­გის საყ­ვა­რე­ლი კოქ­ტე­ი­ლი "მარ­ტი­ნი ვეს­პე­რი" გახ­ლდათ. ფლე­მინ­გის ჯე­იმს ბონ­დზე და­წე­რი­ლი წიგ­ნე­ბის სე­რი­ის პირ­ველ წიგ­ნში მთა­ვა­რი გმი­რი - აგენ­ტი ბონ­დი სწო­რედ "მარ­ტი­ნი ვეს­პერს" უკ­ვე­თს, "ვეს­პე­რი" კი ჯი­ნი­სა და არ­ყის­გან შედ­გე­ბა, ხო­ლო და­ნარ­ჩენ წიგ­ნებ­ში ჯე­იმს ბონ­დი მარ­ტი­ნის სხვაგ­ვა­რად - მხო­ლოდ არაყ­თან ერ­თად მი­ირ­თმევს. სა­ინ­ტე­რე­სოა ისი­ც, რომ წიგ­ნე­ბის მთელ სე­რი­ა­ში ბონ­დი 19 არ­ყი­ან და 16 ჯინ­თან გა­ზა­ვე­ბულ მარ­ტი­ნის შე­ექ­ცე­ვა.

ამე­რი­კელ მწე­რალს, ედ­გარ ალან პოს სას­მე­ლე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარ­და კოქ­ტე­ი­ლი "სა­ზე­რა­კი", რომ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ცუ­ლო­ბას აბ­სენ­ტი შე­ად­გენ­და. სხვა­თა შო­რის, ცხოვ­რე­ბის გზა­ზე პომ ბევ­რჯერ უარ­ყო ალ­კო­ჰო­ლი (ერ­თხელ - სა­ჯა­რო­დაც კი), და მა­ინც, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე ქუ­ჩა­ში ბევრს შე­უ­ნიშ­ნავს გვა­რი­ა­ნად მთვრა­ლი მწე­რა­ლი.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს