ხაშურში მაღაზიებში ტრაილერის შევარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ხაშურში მაღაზიებში ტრაილერის შევარდნის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, მათგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხაშურში გზის პირას განლაგებულ მაღაზიებში შევარდა. შედეგად, რამდენიმე ადამიანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოილიციასთან ერთად მაშველებიც მუშაობენ. ტრაილერის მძღოლის და მისი თანმხლები პირის მანქანიდან ამოყვანა რთული აღმოჩნდა. დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია