ფოთში სარეცხი საშულებების უკრაინული საწარმო გაიხსნება. არსებული ინფორმაციით, ინდუსტრიულ ზონაში უკრაინულმა კომპანია "არომა ფრეგრენსისმა" საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სარეცხი საშუალებების საწარმოს მშენებლობა დაიწყო. საწარმო ათას კვადრატულ მეტრზე უნდა განთავსდეს. პროექტის საწყისი კაპიტალი 800 ათასი დოლარია.
ამასთან, ინდუსტრიულ ზონაში ინვესტირებას "გლობალ გეისის ჯორჯია" გეგმავს. არაბული კომპანია ფოთში თხევადი ჰელიუმის გადამამუშავებელ საწარმოს აამუშავებს. გარდა ამისა, ფოთის ინდუსტრიული ზონით ინდური "გებორგა გოლდიც" დაინტერესდა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9