მაღაზიაზე თავდამსხმელთა დაკავებისას ერთი მოქალაქე დაიჭრა

მაღაზიაზე თავდამსხმელთა დაკავებისას ერთი მოქალაქე დაიჭრა

რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩა #10–ში მდებარე სასურსათო მაღაზიაზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, დანებით შეიარაღებული ხუთი პირი მაღაზიის დაყაჩაღებას და თანხის გატაცებას ცდილობდა. ინციდენტს სასურსათო მაღაზიის გამყიდველის სიძე შეესწრო, რომელიც ერთ-ერთ შეიარაღებულ პირს გაეკიდა და მის დაკავებას თავადვე შეეცადა.

პოლიციამ ყაჩაღური თავდასხმის მონაწილეების ადგილზევე დაკავება შეძლო, რასაც სამართალდამცავების მხრიდან გამაფრთხილებელი და საკონტროლო გასროლა მოჰყვა.

გასროლის დროს შემთხვევით დაიჭრა მაღაზიის თანამშრომლის სიძე, რომელიც რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია