ბანკი "რესპუბლიკა" (ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი") რეგიონებში ფართოვდება. ბანკმა ახალი ფილიალი ქალაქ წნორში, თავისუფლების ქუჩაზე N3-ში გახსნა.
"ბანკი "რესპუბლიკა" (ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი"), როგორც უნივერსალური ტიპის ფინანსური ორგანიზაცია, თანაბარ ძალისხმევას უთმობს როგორც საცალო, ისე მიკრო და მცირე ბიზნესის სრული სპექტრის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფას. ქალაქ წნორში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედი მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ბანკ "რესპუბლიკის" (ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი") მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობას ამიერიდან სხვა ქალაქში გადაადგილების გარეშე შეძლებენ. ახალი სერვის-ცენტრი კლიენტებს კვირაში 6 დღე სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს", - აცხადებენ ბანკში.
მათი თქმით, ბანკ "რესპუბლიკის" (ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალი") კორპორატიული ფილოსოფიის თანახმად, სტაბილური განვითარების საფუძველი კლიენტებთან გრძელვადიანი და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და განმტკიცებაა. სწორედ ამის ნიშნად, წნორის ფილიალის გახსნაზე ბანკის პარტნიორი, ცნობილი ადგილობრივი ღვინის კომპანია "ხოხბის ცრემლები" თავისი ღვინოების დეგუსტაციას გამართავს, რაც ხელს შეუწყობს ბრენდის ცნობადობის გაზრდას ქვეყნის მასშტაბით და კომპანიის შემდგომ განვითარებას.
"კახეთი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია, ამიტომ მოხარულნი ვართ, ჩვენი მომსახურებით ხელი შევუწყოთ წნორში ბიზნესაქტივობის გაზრდას", - განაცხადა ბანკის კომერციულმა დირექტორმა, რამაზ კუკულაძემ.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9