ქსენია სობჩაკი და მაქსიმ ვიტორგანი თაფლობის თვეს იტალიაში ატარებენ

ქსენია სობჩაკი და მაქსიმ ვიტორგანი თაფლობის თვეს იტალიაში ატარებენ

სკანდალური რუსი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი და მისი მეუღლე, მსახიობი მაქსიმ ვიტორგანი იტალიაში შვებულებით ტკბებიან. წყვილი იქ მეორე თაფლობის თვეს ატარებს. ამ დღეებში სობჩაკმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა - იტალიის პეიზაჟების ფონზე წყვილის ურთიერთობა ძალიან რომანტიულად გამოიყურება. ამბობენ, ქსენიამ ნამდვილი სიყვარული იპოვა, ის ბედნიერია და რამდენიმე დღე მაინც კოლეგები მისი სკანდალური გამოხდომებისგან დაისვენებენ.

წყვილს კამპანიას სობჩაკის მეგობარი ნიკა ბელოცერკოვსკაია უწევს, რომელიც კულინარიის სფეროში ცნობილი ბლოგერია. სწორედ ნიკა იყო პირველი, ვინც ქსენიასა და მაქსიმის საიდუმლო ქორწილის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ჟურნალისტი და მსახიობი იტალიის ღირსშესანიშნავ ადგილებს ათვალიერებენ და არც გართობას ივიწყებენ. "ჩელენტანოს კარაოკეს თანხლებით სოფლის დისკოთეკაზე ვერთობით", - წერს ქსენია სოციალურ ქსელში და ცეკვების ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

ქსენია სობჩაკმა და მაქსიმ ვიტორგანმა 2013 წლის თებერვალში იქორწინეს. ქორწილის შემდეგ წყვილი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც რამდენიმე დაუვიწყარი დღე გაატარა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია lady.mail.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები