ნიკა გრიგოლია: "ცემას" ნუ დავარქმევთ, პატარა შეკამათება, რაღაც ჩხუბივით მოგვივიდა"

 ნიკა გრიგოლია: "ცემას" ნუ დავარქმევთ, პატარა შეკამათება, რაღაც ჩხუბივით მოგვივიდა"

მოგეხსენებათ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პაროდისტმა გიორგი აფციაურმა "რუსთავი 2"-ის "კომედი ჯგუფში" არსებულ გაუსაძლის პირობებზე ისაუბრა. გიორგი ვანო ჯავახიშვილს და მის "თანამზრახველებს" "პოლიტიკური იუმორის" და კონკრეტულად, პრეზიდენტის პაროდიის "დაბლოკვაში" სდებს ბრალს. აფციაურის თქმით, მას პრეზიდენტის პაროდიის კეთება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე აუკრძალეს, ნიკა გრიგოლიას კი სამსახურიდან გაგდება არ აკმარეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ამბავთან დაკავშირებით, კომენტარი თავად ვანო ჯავახიშვილს და ნიკა გრიგოლიას ვთხოვეთ...

ვანო ჯავახიშვილი:

- 2011 წლის დეკემბრის მერე, გიორგი აფციაური ჩვენი გუნდის წევრად აღარ მოიაზრება. მასთან შეხება არ გვქონია. რომელ "არჩევნებამდე ადრეს" გულისხმობს, უბრალოდ გამახსენოს. ალბათ, "პიარი" სჭირდება, რადგან ქართლოს ნატროშვილმა აფციაურის პერსონა აბსოლუტურად დაჩრდილა. გადაწყვიტა, ისევ პოპულარული გახდეს, მაყურებლების ყურადღება მიიპყროს. ჩვენს მიმართ აფციაურის ბრალდებები მთლიანად მოგონილია. შემიძლია, ოჯახის ყველა წევრი დავიფიცო, რომ ცხოვრებაში არავინ "დაგვიბლოკავს"! ეს სკანდალი თავის დროზე (2011 წლის ნოემბერში) მან მოიფიქრა: პროექტი "თქვენი შოუ" ჩვენმა გუნდმა შექმნა. გიორგი აფციაური დავიხმარეთ, რომელიც ჩვენი გუნდის წევრი გახლდათ, ახლო მეგობრადაც მივიჩნევდით. "თქვენი შოუ" "შევფუთეთ", წამყვანები შევარჩიეთ, სცენარი დავწერეთ... ამ გადაცემის ფორმატი ჩვენ მოვიფიქრეთ. ასე რომ, როცა ამბობს, თითქოს "თქვენი შოუ" მისი პროექტია, პირდაპირ გეტყვით, რომ იტყუება. "თქვენი შოუ" შევქმენით, რამდენიმე თვეში კი აფციაურმა გადაწყვიტა, მთლიანად ეს პროექტი და მისი ბიუჯეტი (რომელიც არც ისე დიდი იყო) ცალკე "გაეტანა" და მარტოს ეკეთებინა... მანამდე აბსურდული სკანდალი მოიფიქრა, რომ თითქოს ჩვენ მას "ვბლოკავდით".

როცა "თქვენი შოუ" უკვე ეთერში იყო, დირექტორთან სკანდალი "დათესა". ადგა და მთელი პროექტი (გუნდიანად, ბიუჯეტიანად) ცალკე გაიტანა. რაც მან ჩაიდინა, ძალიან ცუდი საქციელია. აბსოლუტური დამოუკიდებლობა მივეცით, რადგან ზედმეტი სკანდალები არ გვჭირდებოდა. თან, "თქვენი შოუ" ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი არ ყოფილა. უბრალოდ, გვინდოდა, "რუსთავი 2"-ზე ყოფილიყო. ჩვენი წამყვანები დავტოვეთ, რომლებიც ცოტა ხანში გიორგიმ პროექტს ჩამოაცილა. აფციაური რომ ამბობს, თითქოს რაღაც სექტის წარმომადგენელი და სამსახურში დიქტატორი ვარ, ჩემი აზრით, ამ მიმართულებით თავად მუშაობდა. მთელი გუნდი ამიტომაც დაეშალა. ჩვენგან თანამშრომლები უკეთესი პირობების პერსპექტივის მიზეზით წავიდნენ, ხოლო მისგან - არანორმალური რეჟიმის გამო, რომელშიც თანამშრომლებს ამყოფებდა... იუმორს "ვაკეთებთ" და გადაცემის რეიტინგზე დირექტორთან პასუხისმგებლები ვართ. არავის "ვბლოკავთ" - თანამშრომლებს სრული თავისუფლება აქვთ. მთავარია, შინაგანაწესი არ დაარღვიონ, როგორც თემო მჟავიას შემთხვევაში მოხდა: გაუფრთხილებლად, საზღვარგარეთ წავიდა. დისციპლინის დარღვევის გამო, დროებით ხელფასი შევუმცირეთ. ერთ-ერთი დირექტორი თქვენ რომ ყოფილიყავით, თავადაც ასე მოიქცეოდით.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები