ბელგიელი ტელეწამყვანი "ფეისბუქში" გაკეთებული განცხადების გამო გაათავისუფლეს

ბელგიელი ტელეწამყვანი "ფეისბუქში" გაკეთებული განცხადების გამო გაათავისუფლეს

ბელგიური კერძო ტელეარხის RTL-TVI-ის ადმინისტრაციამ არხზე 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, ამინდის პროგნოზის წამყვანი ლუკ ტრიულემანსი სოციალურ ქსელში გაკეთებული ისლამის საწინააღმდეგო შინაარსის განცხადების გამო გაათავისუფლა.

ტრიულემანსმა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ბელგიურ საზოგადოებაში მუსულმანების ინტეგრაციის შესახებ დაწერა. მისი თქმით, მუსულმანებმა ან უნდა მისდიონ ბელგიურ ტრადიციებსა და ღირებულებებს, ან უნდა დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში და იქ იცხოვრონ თავისი კანონებით.

ტელეწამყვანის პოსტმა მწვავე პოლემიკა გამოიწვია, რის შემდეგაც ტელეარხის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ მისი განცხადებები არ შეეფერება საჯარო პირის სტატუსის მქონე, RTL-TVI-ის წარმომადგენელ ადამიანს.

თავად ტრულემანსმა უკვე მოიხადა ბოდიში საკუთარი განცხადებების გამო და ”ფეისბუქიდან” პოსტი წაშალა. მისი თქმით, უფროსებმა თავი იმით გაიმართლეს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება ”ზემდგომი ინსტანციებისგან ზეწოლის შედეგად” მიიღეს.

მომზადებულია news.am-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები