"სმარტში" სააღდგომო აქციები დაიწყო

"სმარტში" სააღდგომო აქციები დაიწყო

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნად სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" ერთგულ მომხმარებელს უამრავ აქციასა და ექსკლუზიურ ფასებს სთავაზობს.

ყველაზე გემრიელი შეთავაზება "სმარტის" წარმოების სააღდგომო პასკებია. ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკის გარდა, "სმარტი" მომხმარებელს სადღესასწაულო, შოკოლადისა და მინანქრით მორთულ პასკებს სთავაზობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასკების ღირებულება 6.5 ლარიდან იწყება. "სმარტში" იტალიური წარმოების პასკებიც იყიდება.

დამატებით, 2 მაისიდან 7 მაისამდე "სმარტი" მომხმარებელს კვერცხზე და სააღდგომოდ ყველაზე მოთხოვნად სხვა პროდუქტებზე 10% ფასდაკლებას და ექსკლუზიურ ფასებს სთავაზობს. 10 კვერცხის შეკვრა "სმარტში" მხოლოდ 2.5 ლარი ეღირება.

"გვინდა "სმარტის" ერთგულ მომხმარებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცოთ და სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად სპეციალური აქციები შევთავაზოთ. ვფიქრობთ, მომხმარებლისთვის ყველაზე სასურველი "სმარტის" წარმოების სადღესასწაულო პასკები იქნება, რადგან ნატურალური ინგრედიენტებისგან მომზადებული პასკები განსაკუთრებულად გემრიელია და ფასიც მიმზიდველი აქვს", - აცხადებენ "სმარტში".

"სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. ამ დროისთვის "სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. "სმარტის" სუპერმარკეტები წარმატებით მოქმედებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა