ალეკო მალხაზიშვილმა გათხოვილი ქალის გული მოინადირა

ალეკო მალხაზიშვილმა გათხოვილი ქალის გული მოინადირა

ეს არის რესპონდენტი, რომელსაც თვალებში უნდა უყურო, დააკვირდე მანერებს, მიმიკებს, რომ გამოიცნო, გატყუებს თუ სიმართლეს გეუბნება. მისი უცნაური ხუმრობა იქამდეც შეიძლება მივიდეს, რომ ცოლის სახელი მოიტყუოს. ეს ერთხელ უკვე გააკეთა. მისი წყალობით ერთ-ერთ ინტერვიუში ვერა შელესტს მთელი შეხვედრის განმავლობაში ნასტიათი მივმართავდი. ალეკო მალხაზიშვილი კი გვისმენდა და გულში ხალისობდა. ამჯერადაც "იხუმრა" ასე უცნაურად. ჩვენი ინტერვიუს პირველი ვერსია სულ სხვაგვარი იყო. მიამბო, როგორ გარდაეცვალა მამა, შემდეგ დედა. ის-ის იყო ცრემლები მომადგა თვალზე, რომ გაიცინა და გამომიტყდა, ცოცხლები არიან, არ ინერვიულოო და ყველაფერი თავიდან დაიწყო.

- თეატრალური იყო გარემო, რომელშიც გავიზარდე, მამაჩემი მარიონეტების თეატრის ადმინისტრატორი გახლდათ, პარალელურად გრიბოედოვის თეატრის ადმინისტრაციაში მუშაობდა. დედაჩემი, მაგული ტყეშელაშვილი, თოჯინების თეატრის მსახიობი იყო. ერთი სიტყვით, ზემოთ ჩამოთვლილი თეატრების კულისებში გავიზარდე. გასტროლებზეც დავყავდი მშობლებს.

- დედმამიშვილები გყავს?

- და მყავს, მაია, რომელიც დედის გზას გაჰყვა და თოჯინების თეატრის მსახიობია. ჩემზე უმცროსია ერთი წლით.

- მშობლებისგან ვინ უფრო მკაცრი იყო შვილებთან?

- მამაჩემი თამაშობდა ლოიალურს, თუმცა საბოლოოდ ის უფრო მკაცრი იყო, ვიდრე დედა. ზოგადად აკრძალვისა და შეზღუდვის პოლიტიკა არ იყო ჩვენს ოჯახში. ვერც იმას ვიტყვი, რომ ვმეგობრობდი მშობლებთან. დედასთან დედაშვილური ურთიერთობა მქონდა, მამასთან - მამაშვილური.

- განსაკუთრებული დარიგება გახსენდება მშობლების მხრიდან?

- კი, მამა მეუბნებოდა, ერთი რამ დაიმახსოვრე, თუ გშია, უნდა ჭამოო. დღემდე ვჭამ, მის დარიგებას პირნათლად ვასრულებ.

- ვის ჰგავხარ ხასიათით?

- ბებიას, დედაჩემის დედას, ქალბატონ გულო კორტავას. სხვათა შორის, ბებიაჩემს "ბუდარიაში" ვიღებდი ხოლმე, გახსოვს ის რეკლამა, "ბუდარია საკაიფო გადაცემააო", - რომ ამბობს და სიგარეტს აბოლებს. მხიარული ქალი იყო, იუმორით სავსე. საერთოდ, მე ბებიებთან ვიზრდებოდი, როგორც ჩემი შუათანა შვილი იზრდება დედაჩემის დედასთან და მის დედასთან. ძალიან მიყვარდა ორივე. ბებიას დავყავდი ბაღში, ისე მიყვარდა ბებიაჩემი, საბავშვო ბაღი მძულდა, მასთან რომ მაშორებდა. საოცარი ქალი იყო. პატარა ბიჭი რომ ვიყავი და გოგოებს ვეძებდი, ბებიაჩემთან მიმყავდა. კარგად ესმოდა ჩვენი, ახალგაზრდების. გვეუბნებოდა, იყავით აქ, იქეიფეთ, მე წავალო. მეზობელთან მიდიოდა და იძინებდა. ჩვენ ღამეებს ვათენებდით მხიარულებასა და ქეიფში. მოფერებით გუგუ ნათელას ვეძახდი. საერთოდ, უცნაური სახელების შერქმევა ვიცი, ისეთის, საერთოდ რომ არ შეეფერება. მაგალითად, ჩემს დას, მაიას, "მარილი ბაბას" ვეძახდი, რატომ, დღესაც არ ვიცი. დღემდე ასე მიწერია მისი სახელი ტელეფონში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები