5 წლის ბიჭუნამ 2 წლის და მოკლა

 5 წლის ბიჭუნამ 2 წლის და მოკლა

ამერიკის შტატ კენტუკის ქალაქ ბარკესვილში ხუთი წლის ბიჭუნამ შაშხანა შემთხვევით 2 წლის დას ესროლა. გულის არეში მიღებული ჭრილობა გოგონასთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.

ინციდენტის დროს ბავშვს თვალყურს დედა ადევნებდა. მან სულ ერთი წუთით დატოვა ბავშვები ყურადღების გარეშე და ტრაგედია სწორედ მაშინ მოხდა.

Crickett 22 კალიბრის შაშხანა ბავშვს დაბადების დღეზე აჩუქეს. დამცავი მექანიზმი, რომლითაც მოდელი იყო აღჭურვილი, უცნობი მიზეზით არ ამუშავდა.

პოლიციის ინფორმაციით, 2 წლის გოგონა საავადმყოფოსკენ გზაზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს, სავარაუდოდ, უბედურ შემთხვევად აღიარებენ. 

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია