გიორგი აფციაური: "ბაკურ სვანიძე ან ცრუობს, ან რაღაც ეშლება"

გიორგი აფციაური: "ბაკურ სვანიძე ან ცრუობს, ან რაღაც ეშლება"

გიორგი აფციაური ბაკურ სვანიძის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას ეხმაურება. როგორც აფციაური ”ამბები.გე”-სთან აცხადებს, ბაკურ სვანიძე ან ცდება ან ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის ამსახველი კადრების ყურებისას, გიორგი აფციაური "კომედი ჯგუფთან" ერთად იყო და მიტინგის მონაწილეებს აგინებდა.

"2007 წელს მე ვამთავრებდი იურიდიულ ფაკულტეტს. მქონდა გამოცდები. ამავდროულად ვსწავლობდი "ჯიპაში" სადაც მეორე კურსზე ვიყავი. მაშინ იქ ფიზიკურად არ ვიმყოფებოდი. ამის დრო არც მექნებოდა", - განაცხადა აფციაურმა.

მისივე განცხადებით, ის ამ დროს "ფორმულა კრეატივში" მუშაობდა და "კომედი ჯგუფთან" აქტიურად არ თანამშრომლობდა.

"მაშინ იქ 3-2 კვირაში ერთხელ დავდიოდი. შაბათობით გადიოდა "ქლაბ შოუ". მე მივდიოდი უკვე მზა სკეტჩით. იმის დრო არ მექნებოდა, რომ იქ ვყოფილიყავი. ბაკურთან კი საერთოდ არ მიმუშავია. მისი ნათქვამი ან სიცრუეა, ან რაღაც ეშლება", - აღნიშნა გიორგი აფციაურმა.

მისივე თქმით, მან "რუსთავი2"-ში მუშაობა ამ მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ, 2009 წელს დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ რადიო "პალიტრას" (103.9) გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას, ბაკურ სვანიძემ განაცხადა, რომ 2007 წელს იგი თავად მუშაობდა "რუსთავი 2"-ის იუმორისტულ-გასართობი პროექტების მთავარ პროდიუსერად და საკუთარი ყურით აქვს მოსმენილი, თუ როგორი სასტიკი ფრაზებით იხსენიებდა იუმორისტების მთელი გუნდი გირგვლიანს, ვაზაგაშვილს, "ტელეიმედის" ჟურნალისტებს, 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებს. იგი აცხადებს, რომ გიორგი აფციაურიც ამ გუნდში იყო და ვანო ჯავახიშვილის, ოთო ლომთაძისა და სხვა იუმორისტების ანალოგიური პოზიცია ჰქონდა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები