მერიის ძველი შენობის ჩამონგრევისას მამაკაცი დაიღუპა

მერიის ძველი შენობის ჩამონგრევისას მამაკაცი დაიღუპა

თბილისში, მერიისა და საკრებულოს ძველი შენობის რეკონსტრუქციისას 45 წლის ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრენსიუსს" საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს სამაშველო განყოფილების უფროსმა ნოდარ ჭუმბურიძემ შემთხვევის ადგილიდან აცნობა, დაშავდა ასევე ორი პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.

ჭუმბურიძის განმარტებით, ამ წუთებში ადგილზე გარდაცვლილის ცხედარის ნანგრევიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბეტონის ჩასხმის სამუშაოებს აწარმოებდნენ, რა დროსაც კონსტრუქცია ჩაინგრა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია