რუსეთის ბაზარზე შესვლას წვენების მწარმოებელი ქართული კომპანიებიც გეგმავენ. კომპანია "კულა" წარმოებულ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე მაისის მეორე ნახევარში გაიტანს.
კომპანიის ინფორმაციით, კონტეინერში, რომელიც რუსეთში გაიგზავნება, ქართული წვენების გარდა, "კულას" მიერ წარმოებული სხვა დასახელების პროდუქცია, მათ შორის: კონსერვები, ხილფაფები და ჯემები შედის.
კომპანია პარალელურად ასორტიმენტსაც გააფართოვებს და ახალი დასახელების პროდუქციას გამოუშვებს.
"ქარხანაში უკვე დაიწყო ნატურალური წვენების მუყაოს ყუთებში ჩამოსხმა, რაც მენეჯმენტის ცნობით, მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელია. წვენები ახალი შეფუთვით სავაჭრო ქსელში 10 მაისიდან გამოჩნდება", - აცხადებენ "კულაში"
"კულა" ქართულ ბაზარზე 2009 წლიდან მოქმედებს და ამ დროისთვის წარმოებულ პროდუქტს, ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზე მსოფლიოს 16 ქვეყანაში გზავნის.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9