აინშტაინის მოხერხებული მძღოლი

აინშტაინის მოხერხებული მძღოლი

ცნობილია, რომ ალბერტ აინშტაინი დადიოდა სხვადასხვა უნივერსიტეტში და ატარებდა ფარდობითობის თეორიის შესახებ ლექციებს. ერთ-ერთი მგზავრობისას კი მისმა მძღოლმა განაცხადა: " ბატონო ალბერტ, უკვე იმდენჯერ მოვისმინე თქვენი ლექცია, რომ სანაძლეოს ვდებ, მეც შევძლებ მაგ ლექციის ჩატარებას"

"კარგი, მოგცემ ერთ შანსს"-დაეთანხმა ალბერტი. " აი, შემდეგ უნვერსიტეტში არ მიცნობენ, ასე რომ, როცა მივალთ, შენს ქუდს მე დავიხურავ და შენ გააცანი იქ მყოფთ თავი, როგორც აინშტანი და ჩაატარე ლექცია."

მძღოლმა, ყოველგვარი შეცდომის გარეშე ჩაატარა ლექცია. როცა დაამთავრა და წასვლა დააპირა, ერთ-ერთი პროფესორმა შეაჩერა და დაუსვა რთული შეკითხვა, რომელიც დაკავშირებული იყო მათემატიკურ ფორმულებთან და განტოლებებთან. მაგრამ მოხერხებული მძღოლი არ დაიბნა და გაოცებული სახით მიმართა პროფესორს: " პასუხი მაგ შეკითხვაზე იმდენად მარტივია, რომ გაკვირვებული ვარ, როცა მე მეკითხებით. მაგ შეკითხვას მე კი არა ჩემი მძღოლიც უპასუხებს, რათა დაგიმტკიცოთ ეს, ახლავე ვთხოვ აქ მოვიდეს და გიპასუხოთ შეკითხვაზე".

წყარო: ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო