რა არის სიყვარული?

რა არის სიყვარული?

მკვლევარებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო. აი რას ამბობენ პატარები:

6 წლის რებეკა: როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.

6 წლის კრისი: სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.

5 წლის ერიკი: სიყვარული გაიძულებს გაიღიმო, როცა ძალიან დაღლილი ხარ.

7 წლის დენი: სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.

7 წლის ნოელი: სიყვარულია, როცა ბიჭს ეუბნები შენი პერანგი მომწონსო და იგი ყოველდღე იცვამს ამ პერანგს.

5 წლის მერი-ენი: სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც, როცა მთელი დღით შინ მარტო დატოვე.

7 წლის ბილი: როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს და იცი, რომ შენი სახელი სამუდამოდაა დაცული.

6 წლის კარენი: როცა ვინმე გიყვარს, შენი წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და დაბლა ეშვებიან, ზემოთ, ქვემოთ, იქიდან კი ვარსკვლავები იფრქვევა.

8 წლის ჯესიკა: თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.

წყარო: ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო