"VTB ბანკი" იურიდიულ პირებს სწრაფ ავტოსესხს სთავაზობს. ბანკის ცნობით, 30 აპრილიდან პასუხისმგებელი პირის პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ იურიდიული პირებისთვის სწრაფი ავტოსესხით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. ავტოსესხის საპროცენტო განაკვეთი, თანამონაწილეობისა და ვადის მიხედვით, 0%-დან 12%-მდე განისაზღვრება.
ავტოსესხის მაქსიმალური თანხა 40 000-ს დოლარს შეადგენს.
სესხის მიღებისას, გათვალიწინებულია ავტომობილის დაზღვევა, რაც სესხის თანხის 3.5%-ია. "VTB ბანკის" სწრაფი ავტოსესხი იურიდიული პირებისათვის ხელმისაწვდომია KIA-სა და Hyundai-ის ავტოდილერებთან.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9