16 წლის გოგონამ თავი შეყვარებულის გამო მოიკლა

16 წლის გოგონამ თავი შეყვარებულის გამო მოიკლა

სიღნაღის ერთ-ერთ სოფელში სანადირო თოფით მუცლის არეში დაჭრილი 16 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც სიღნაღიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, გოგონა მაშინ გარდაიცვალა, როდესაც სამედიცინო ცენტრში გადაუდებელი ოპერაცია უტარდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა. იგი სანადირო თოფით მუცლის არეში იყო დაჭრილი. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდმა თავის მოკვლა შეყვარებულის გამო სცადა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მოკვლევას სიღნაღის რაიონული პოლიცია აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია