"ა­ხალ­გაზ­რდე­ბის უმე­ტე­სო­ბა წიგ­ნთან არ მე­გობ­რობს"

"ა­ხალ­გაზ­რდე­ბის უმე­ტე­სო­ბა წიგ­ნთან არ მე­გობ­რობს"

ჩვე­ნი რუბ­რი­კის დღე­ვან­დე­ლი სტუ­მა­რია თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ო­ბი ნი­ნო თარ­ხან­-მო­უ­რა­ვი, რო­მე­ლიც კარ­გი წიგ­ნის წა­კითხ­ვით გან­ცდილ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- რო­გორც ყვე­ლა ბავშვს, მეც მიყ­ვარ­და ზღაპ­რე­ბი. ვკითხ­უ­ლობ­დი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ზღაპ­რებს. ამა თუ იმ ზღაპ­რის გმი­რო­ბა­ზეც კი ვოც­ნე­ბობ­დი, ოღონდ კონ­კი­ო­ბა­ზე არას­დროს მი­ოც­ნე­ბი­ა, რად­გან არ მსურ­და, ჩე­მი ცხოვ­რე­ბაც ამ ზღა­პა­რი­ვით მძი­მედ დაწყ­ე­ბუ­ლი­ყო. ყვე­ლა­ზე მე­ტად მსურ­და ფე­რია ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხი მქო­ნო­და (ი­ცი­ნის). საყ­მაწ­ვი­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხ­ვა მარკ ტვე­ნის "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლით" და­ვიწყ­ე. მე­რე იყო "ჰეკ­ლბე­რი ფი­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლი" და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, არათუ ტო­მის სატ­რფო ბე­კი ტეტ­ჩე­რო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, არა­მედ ჰეკ­ლბე­რო­ბა მსურ­და (ი­ცი­ნის).

- ჰეკ­ლბე­რო­ბა რა­ტომ გსურ­დათ?

- ტი­პა­ჟი მომ­წონ­და. ბავ­შვო­ბა­ში თო­ჯი­ნე­ბის ნაც­ვლად მეც ბი­ჭურ თა­მა­შებ­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი. შემ­დეგ იყო "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი", "ბი­ძია თო­მას ქო­ხი", ჟი­ულ ვერ­ნის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი... პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, დი­უ­მას "სა­მი მუშ­კე­ტე­რი" და "დე­დო­ფა­ლი მარ­გო" რომ წა­ვი­კითხ­ე. თავ­და­პირ­ვე­ლად მშობ­ლე­ბი მირ­ჩევ­დნენ წა­სა­კითხ ლი­ტე­რა­ტუ­რას. ად­რე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი მკითხ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, სამ­წუ­ხა­როდ, ახ­ლა ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ, რად­გან თე­ატ­რის გარ­და, სე­რი­ა­ლე­ბისა და ფილ­მე­ბის გახ­მო­ვა­ნე­ბა­ზე ვმუ­შა­ობ და წიგ­ნის თა­ვი აღარ მაქვს. ნათ­ქვა­მი­ა, ადა­მი­ა­ნი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ კვლავ უბ­რუნ­დე­ბა ახალ­გაზ­რდო­ბა­ში წა­კითხ­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­სო და ალ­ბათ, სა­პენ­სიო ასაკს რომ მი­ვაღ­წევ, წიგ­ნებს ხე­ლახ­ლა გა­და­ვი­კითხ­ავ (ი­ღი­მის).

- რო­მე­ლი მწე­რა­ლი გიყ­ვართ?

- ვგიჟ­დე­ბი მარ­სელ პრუს­ტზე, კურტ ვო­ნე­გუტ­ზე, სხვა­თა შო­რის, პა­უ­ლო კო­ე­ლი­ოც მომ­წონს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი არ აქებს, ჩემ­თვის ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი­ა. კო­ე­ლი­ოს "ალ­ქი­მი­კო­სი" ინ­გლი­სუ­რად წა­ვი­კითხე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ასე­ვე ძა­ლი­ან მომ­წონს დენ ბრა­უ­ნის "და ვინ­ჩის კო­დი". მიყ­ვარს დოს­ტო­ევ­სკის ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი, ასე­ვე, ლევ ტოლ­სტო­ის "ო­მი და მშვი­დო­ბა", ბულ­გა­კო­ვის "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა. ამ ნა­წარ­მო­ებ­მა" ჩემ­ზე უდი­დე­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ მწერ­ლო­ბას, ვგიჟ­დე­ბი ვა­ჟა­ზე, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­ზე...

- პო­ე­ზი­ი­დან ვის გა­მო­არ­ჩევთ?

- გა­ლაკ­ტი­ო­ნი უდა­ვოდ დი­დი­ა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სერ­გეი ესე­ნი­ნის და მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვას შე­მოქ­მე­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, პო­ე­ზი­ას პრო­ზა მირ­ჩევ­ნი­ა.

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ არ არ­სე­ბობს უწიგ­ნუ­რი მსა­ხი­ო­ბი...

- ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ მოქ­მედ მსა­ხი­ობს მა­ინც უწევს ამა თუ იმ მწერ­ლის პი­ე­სის თუ მოთხ­რო­ბის წა­კითხ­ვა და, რაც მთა­ვა­რი­ა, და­ზე­პი­რე­ბა. მაგ­რამ თუ მშო­ბელ­მა ბავ­შვო­ბი­დან­ვე არ შე­გაყ­ვა­რა კითხ­ვა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკ­ლის და­ზე­პი­რე­ბით გა­ნათ­ლე­ბას ვერ მი­ი­ღებ.

- დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე რას ფიქ­რობთ?

- ჩე­მი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი უფ­რო ვმე­გობ­რობ­დით წიგ­ნთან, ვიდ­რე დღე­ვან­დე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა. ეს დრომ, ელექ­ტრო­ნულ­მა სამ­ყა­რომ და ად­ვი­ლად მო­სა­პო­ვე­ბელ­მა ინ­ფორ­მა­ცი­ამ მო­ი­ტა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, კომ­პი­უ­ტე­რი­ზა­ცია ჩემ­შიც დი­დი დო­ზით არის შე­მო­სუ­ლი, გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვია ინ­ფორ­მა­ცი­ის ან თუნ­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე მწერ­ლო­ბის მო­ძი­ე­ბა და წა­კითხ­ვა, მაგ­რამ წიგნს სულ სხვა დატ­ვირ­თვა აქვს, გა­ცი­ლე­ბით ეს­თე­ტი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რად გა­მამ­დიდ­რე­ბე­ლი­ა. კითხ­ვის დროს სულ სხვა სამ­ყა­რო­ში გა­დავ­დი­ვარ.

- თა­ნამ­ედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რას ეც­ნო­ბით?

- რა­ღა და­გი­მა­ლოთ და, არც მა­ინ­ცდა­მა­ინც აქ­ტი­უ­რად. არ ვი­ცი, ეს რი­სი ბრა­ლი­ა.

- დღე­ვან­დე­ლი თა­ო­ბის წიგ­ნი­ე­რე­ბას, ინ­ტე­ლექტს რო­გორ შე­ა­ფა­სებთ?

- არ მინ­და ვინ­მე შე­უ­რაცხ­ვყო, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდე­ბის უმე­ტე­სო­ბა წიგ­ნთან არ მე­გობ­რობს, პი­რი­ქით, წიგნს ახ­ლო­საც არ ეკა­რე­ბა. იმე­დი მაქვს, გარ­კვე­ულ ასაკ­ში მიხ­ვდე­ბი­ან, რომ წიგ­ნი შე­უც­ვლე­ლია და მას­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- რის წა­კითხ­ვას ურ­ჩევთ დამ­წყებ მკითხ­ვე­ლებს?

- ამა­ზე მშობ­ლებ­მა უნ­და იზ­რუ­ნონ, სწო­რად შე­ურ­ჩი­ონ შვი­ლებს ლი­ტე­რა­ტუ­რა და კარ­გი რე­კო­მენ­და­ცი­აც გა­უ­წი­ონ.

ესაუბრა ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს