როგორ დავიკლოთ წონაში, დავამარცხოთ ზედმეტი კილოგრამები, თუნდაც 3-4კილო, ან როგორ შევინარჩუნოთ დაკლებული კილოგრამები? ბევრ ჩვენთაგანს აწუხებს ეს კითხვა და რა საშუალება არსებობს საქართველოში ამ მიმართულებით?
პაციენტს უტარდება თმის სპექტრალური ანალიზი, საიდანაც დგინდება მიკროელემენტების ბალანსი ორგანიზმში,ასევე დგინდება ნივთიერებათა ცვლა. ვიკვლევთ რით არის გამოწვეული წონაში მატება ან პირიქით კლება. პაციენტს ეძლევა კვებითი დანიშნულება, ინდივიდუალურად მისთვის შექმნილი, გათვალისწინებულია მისი გემოვნება (რა უყვარს, რა არ უყვარს და ა.შ.). სპეციალური სასწორით იზომება სხეულის ცალკული პარამეტრები. ერთ თვეში კი დგება შედეგი. სწორი კვებით, პაციენტს უწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა და აღარ ხდება წონაში მატება. ეს მეთოდი წლებია ევროპაში აპრობირებული და ძალზე პოპულარულია. საქართველოში კი ამ პროგრამას წარმატებით ახორციელებს ექიმი დიეტოლოგი თეა სურმავა -მიზილინი.
- ეს პროგრამა განსაკუთრებულია, იმიტომ რომ არ აყენებთ თქვენს ორგანიზმს ზიანს (რაც ხდება დიეტების დროს), პირიქით, იჯანსაღებთ ორგანიზმს. ეს არ არის საათობრივი კვება, ღებულობთ თქვენთვის აუცილებელ ყველა პროდუქტს, პარალელურად კი იკლებთ წონაში.
ასევე ანალიზი საშუალებას იძლევა ქსოვილოვან დონეზე გამოიკვლიოთ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები და აიცილოთ სხვადასხვა დაავადებები თუ პათოლოგიები როგორიცაა: რკინადეფიციტური ანემია, ყაბზობა, ნევროზი, ნეფროპათია. ანალიზი აუცილებელია იმ პირებში და მოზარდებში, ვისაც აქვს კანის დაავადებები: ნეიროდერმიტი, აკნე, ვიტილიგო, დერმატიტი, ფსორიაზი, სებორეა, ალერგია და სხვა. ანალიზი მნიშვნელოვანია უშვილო წყვილებისათვის, იმ ქალბატონებისათვის, ვისაც ანამნეზში აღენიშნებოდა ნაყოფის პათოლოგიები, ნაადრევი აბორტი, მკვდრად შობადობა და სხვა. ინფორმაციულია ანალიზი იმ ბავშვებში, ვისაც აღენიშნებათ: აუტიზმი, გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენილობა, სწავლისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, არამოტივირებული თავის ტკივილი, აგრესიულობის მომატება და ნევროზები. ანალიზის პასუხთან ერთად პაციენტს ეძლევა დანიშნულება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგრამა ორსულებისათვის, რომელსაც ახორციელებს სამშობიარო სახლი "ჰერა". რომ არ მოხდეს ორსულობისას ჭარბი წონის მატება, ორსულებმა უნდა ჩაიტარონ თმის სპექტრალური ანალიზი, აღადგინონ ორგანიზმში მიკროელემენტების ბალანსი, იკვებონ სწორად, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს პატარას მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას და დედას თავიდან აარიდებს პატარის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და საკითხებს.
ასევე თმის სპექტრალური ანალიზი მნიშვნელოვანია ბავშვებსა და მოზარდებში, ვისაც აღენიშნებათ: ხშირი გაციება, არამოტივირებული თავის ტკივილი, სწავლისა და შრომის უნარის დაქვეითება და სხვა.
ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: 2-258-258; (0790)41-65-68;
597-99-40-40 ( ჩაწერა წინასწარ)
მისამართი: ვაკე, აბულაძის 34
R