"დეჰაგე" საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაფართოვდება

"დეჰაგე" საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაფართოვდება

სუპერმარკეტების ქსელი "დეჰაგე" საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაფართოვდება. ამ დროისთვის სუპერმარკეტების მშენებლობა მიმდინარეობს ბათუმში, ქუთაისში, მცხეთასა და თელავში. როგორც კომპანიის დირექტორმა ბესო ლაგვილავამ გადაცემა "რადიო მარკეტს" განუცხადა, აღნიშნული სუპერმარკეტები პირველ მომხმარებელს მომდევნო წლის დასაწყისიდან მიიღებს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში კომპანიამ რიგით მე-4 სუპერმარკეტი ლილოს დასახლებაში გახსნა. სუპერმარკეტში 7 000-ზე მეტი დასახელების კვების პროდუქტი, ასევე ჰიგიენური საშუალებები და საყოფაცხოვრებო ქიმია იყიდება. თუმცა მალე ლილოს დასახლებაში მდებარე ფილიალში საოჯახო ნივთებიც გამოჩნდება.

"დეჰაგე" ქართულ ბაზარზე უკვე ერთი წელია ოპერირებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა