მაისიდან Zoommer-ის ტექნიკის მაღაზიათა ქსელს კიდევ ერთი, რიგით მეხუთე მაღაზია შეემატა.
შოუ-რუმი მდებარეობს "თბილისი მოლში" მესამე სართულზე, სადაც კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ტექნიკის სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი.
კომპანია უკვე მეოთხე წელია საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობს. თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო საბითუმო გაყიდვებით, ხოლო ბოლო პერიოდში დაიწყო საცალო ქსელის განვითარებაც.
პროდუქციაზე ფასები ქვეყნის მასშტაბით ტრადიციულად ყველაზე დაბალია, რადგან კომპანია ცდილობს საბითუმო ფასთან მიახლოებით გაყიდოს პროდუქცია საცალო ქსელშიც.
"თბილისი მოლის" მაღაზიაშიც წარმოდგენილ ნებისმიერ საქონელზე Zoommer-ი ინარჩუნებს ყველაზე დაბალ ფასს და დამატებით სთავაზობს 0%-იან განვადებას ნებისმიერი სახის ტექნიკაზე.
"თბილისი მოლის" შოუ-რუმი იმუშავებს ყოველ დღე (შაბათ- კვირის ჩათვლით) 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე.
მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ. "თბილისი მოლი" მე-3-ე სართული.
"ზუმერი" 2008 წლიდან გამოჩნდა ქართულ ბაზარზე. თავიდან კომპანია მობილური ტელეფონის რეალიზებით შემოიფარგლებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში "ზუმერმა" გააფართოვა ქსელი და წარმოადგინა ყველა სახის მსხვილი ტექნიკა და მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასს, როგორც საბითუმო, ასევე საცალო მიმართულებით.
R