"ახალი ნათება" საერთაშორისო გამოფენაში "Caucasus Build 2013" მიიღებს მონაწილეობას. "ახალი ნათების" სიახლეების გაცნობას მომხმარებლები დღეიდან "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში, ნომერ 11.19 სტენდზე შეძლებენ.
"ახალი ნათების" სტენდის იდეა ამჯერად კომპანიის მიმართულებას - გარემოზე ზრუნვასა და ეკო სისტემების პოპულარიზაციას ასახავს. სტენდი, რომელიც ღია ფერებში და ხის ფაქტურებით არის შესრულებული, დამთვალიერებელს თავს აგრძნობინებს ბუნებასთან ახლოს, ეკოლოგიური და ენერგოდამზოგავი განათება კი, რომელიც იქნება წარმოდგენილი გამოფენის დროს, პირდაპირი მანიშნებელია კომპანიის მესიჯისა, გავუფრთხილდეთ ბუნებას, გადავიდეთ ეკონომიურ განათებაზე, დავზოგოთ ენერგია და გამოვრთოთ არასაჭირო განათებები. გამოფენის მსვლელობისას "ახალი ნათების" საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილი იქნება Philips-ის, Opple-სა და New Light-ის ბრენდირებული სანათი საშუალებები და ნათურები დიოდებზე", - აცხადებენ კომპანიაში.
გარდა ამისა, ნაჩვენები იქნება რამდენიმეწუთიანი ფილმი, თუ რა არის LED და რამხელა შეღავათის გაკეთება შეუძლია სინათლის ამ წყაროს მთელი დედამიწისათვის. ფილმი კომპანია Philips-მა მეცნიერთა დასკვნებზე დაყრდნობით გადაიღო.
დამთვალიერებელს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დასაჩუქრდნენ "ახალი ნათების" ბრენდირებული ჩანთებით, ახალი ნიუსლეთერებით, "ახალი ნათების" გარე განათების სანათების კატალოგებით, პასტებით, ბლოკნოტებითა და სხვა სასაჩუქრე ატრიბუტიკით.
კომპანია "ახალი ნათება" 1999 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. პირველი მაღაზია სალონი ამავე წელს გაიხსნა დიდუბის ქუჩაზე N6-ში. კომპანიამ საკმაოდ მალე მიაღწია წარმატებას განათებისა და არქიტექტურის სფეროში და გახდა ერთ - ერთი პრესტიჟული ბრენდი არამარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში. "ახალ ნათებაში" წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების პროდუქცია, მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდების როგორებიცაა: Philips, Artemide, Osram, Kolarz, Opple.
ჩვენი პროდუქცია იწარმოება: გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, პოლონეთში, თურქეთში, საბერძნეთსა და ჩინეთში.
წარმოდგენილი 5000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც ნათურებს (საყოფაცხოვრებო და სპეცნათურები), ასევე სანათ საშუალებებს.
სანათები როგორც ინტერიერისათვის, ასევე ექსტერიერისათვის და ლანდშაფტებისათვის.
"ახალი ნათება" უკვე 13 წელიწადია ერთგულად ემსახურება ქართველ მომხმარებელს, ითვლის 100-ზე მეტ თანამშრომელს და გააჩნია 14 მაღაზია-სალონი, მათგან 8 თბილისში, ხოლო 6 რეგიონებში: გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, მარნეული და ზუგდიდი, ასევე ერთი ფრანჩაიზი მაღაზია და უკვე 1 ბრენდ-მაღაზია.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ ”რადიო მარკეტში”
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9