"ბუშიზმებიდან" "მიშიზმებამდე" - ანუ როცა კალიგულა ნერონი გგონია

"ბუშიზმებიდან" "მიშიზმებამდე" - ანუ როცა კალიგულა ნერონი გგონია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი მიხეილ სააკაშვილით, როგორც ლიდერით, აღფრთოვანებული იყო და მას "ჩვენი დროის გმირს უწოდებდა". თვითონ ბუში-უმცროსი თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ინტელექტისა და არამდგრადი ფსიქიკის პრეზიდენტი, მის უხერხულ "ფრთიან" გამონათქვამებზე კი, რომელსაც "ბუშიზმები" უწოდეს, მსოფლიო დღემდე იცინის. პრეზიდენტის ინტელექტუალურ მონაცემებზე წიგნიც კი გამოსცეს მრავლისმეტყველი სათაურით "ერთპროცენტიანი დოქტრინა". უმც­როსი ბუში ხშირად ჩავარდნილა ერთობ უხერხულ მდგომარეობაში: ავსტრალიაში ვიზიტისას ავსტრალიელებს ავსტრიელები უწოდა, მექსიკაში კი ჟურნალისტებს უთხრა: კომენტარს არც ინგლისურად მოგცემთ, არც მექსიკურადო(!). თვითონვე აღიარებს, რომ მისთვის ყველაზე კარგი "ლამაზსურათებიანი წიგნია". ცნობილია, რომ ბუში საჯარო გამოსვლებისას არც უცენზურო სიტყვებზე ამბობს უარს. ამერიკელი კოლეგის მსგავსად, პრეზიდენტი სააკაშვილი საჯარო გამოსვლებისას ხშირად უშვებს შეცდომას და როგორც წესი, სწორედ მაშინ უვარდება კოვზი ნაცარში, როცა ინტელექტით თავის გამოჩენას ცდილობს. მართალია, ის ხშირად ამაყობს, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრეო, მაგრამ მისი "ფრთიანი ფრაზები", რომელსაც "მიშიზმები" შეიძლება ეწოდოს, სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს; ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას თქვა: "ბათუმი ისეთივე საოცრება უნდა გახდეს, როგორც "ბაბილონის ბაღებიო". ფერეიდანიდან ჩამოსულმა კი სიამაყით წარმოთქვა: რა კარგი ქართველები ვნახე იქ, 300 წელია "სულიკოს" მღერიანო. ახალგაზრდებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე გრიგოლ ორბელიანის სიტყვები "მიეცით ნიჭსა გზა ფართო", შოთა რუსთაველს მიაწერა. საერთოდ, "ვეფხისტყაოსნის თემას სააკაშვილის ლიტერატურულ "მარგალიტებში" დიდი და სამარცხვინო ადგილი უკავია. ციტირებისას შეცდომას ხშირად უშვებს: რაბათის გახსნისას თქვა: "იყო არაბეთს როსტევან... მაღალი, უხვი, დაბალი". ახლახან მისი კიდევ ერთი ინტელექტუალური წიაღსვლა დასრულდა კრახით, საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება ასე შეაფასა: ეს იგივეა, როცა ნერონმა თავისი ცხენი შეიყვანა სენატშიო. ასე გადააქცია რომის იმპერატორი კალიგულა ნერონად (თუმცა მერე ბოდიშიც მოიხადა ამ შეცდომისთვის). პრეზიდენტისთვის უცხო არც უხეში გამოთქმებია: პარლამენტში გამოსვლისას ერთ-ერთ ოპოზიციონერს უთხრა: ნუ აჩმახებო, თუმცა, სტუდენტებთან ამ მხრივ ისეთი კორიანტელი დააყენა, საკუთარ თავსაც გადააჭარბა: თქვა, რომ ჭორვილას იდეაზე უბრალოდ, გული ერევა (ადრე ქართულ გაზეთებზე ერეოდა გული), ხოლო თბილისის ქუჩებში პოლიციის მიერ ახალგაზრდების დახოცვის ფაქტები ასე შეაფასა: ის, რომ ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ მე ძუძუებს ვაჭამდიო.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ხვალიდან საქართველოში აგრილდება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ორჯერადად აცრილებში გარდაცვალების შემთხვევა 5 ივლისამდე არ გვქონია, 2 შემთხვევის კვლევა მიმდინარეობს"  - ამირან გამყრელიძე

"ჩვენი ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება" - პაატა იმნაძე